| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2022 |
*** მორყეულო ურემო, ნამთიურო ირემა, მზეზე გახუნებულო, წინაპრების ზანდუკო. ჩვენი შორის შორს ყოფნა , ბედისწერამ ინება, მაგრამ ამ მონატრებას , ვერ გავიგე რა ვუყო. ღმერთო გადამირჩინე, ღმერთო ისევ მიცოცხლე, კართაგენის მარცხი და შავი ფარდის დაშვება, ისევ ააკიაფე ჩემს ეზოში სიცოცხლე, მზის სინათლის ლაციცი, იმედად და საშველად. გააცოცხლე ლაზარე, აღმიდგინე სამშობლო. ქვებით სარკოფაგები ადრეც გვიშენებია... ზღვიდან ნასალბუნარო, ზეციურო მანანა, ცრემლიანი, რომ გვიცქერს აფხაზეთის მთებია. განა ასე რთულია?! ლუციფერთან ჭიდილი... მორყეულო ურემო, ნამთიურო ირემა, მზეზე გახუნებულო, წინაპრების ზანდუკო, ჩვენი შორის შორს ყოფნა, ბედისწერამ ინება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|