ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2022


ყვავილები

ფარდებს მთვარის ჩრდილი მოსდებოდა,
ღამე იწურება გარინდებით,
ნეტავ, უჩემოდაც გროვდებოდნენ,
ლურჯი მინდვრებიდან ყვავილები.

უხმოდ მიღებული რევერანსი
სიტყვებს გამობმული ბარათებზე,
ნეტავ, შენი სახლის დერეფანში
ბნელი ფანჯრების ქვეშ დამათენდეს.

(ნეტავ, უშენოდაც ვანათებდე).

სხვისი ძაღლებია შორიახლო,
ძალებს უსინჯავენ სხვისვე კატებს,
ნეტავ, მოლბერტს უკან დაგინახო,
ნეტავ, ერთხელ მაინც დამეხატე.

გზებზე შეატყობდი ხეებს, მწიფე
ნაყოფს იშორებენ, დაღლილები,
ნეტავ, უჩემოდაც დაიკრიფონ,
ლურჯი მინდვრებიდან ყვავილები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები