ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2022


არაანტიკვარულ სიძველეთა მუზეუმი

ძილინებისა კოშმარებო,
გარიჟრაჟია,
ღამით შევხვდებით,
აი მანამ კი ქალაქის რიტმი თქვენს თავს ამიხდენს,
ნაგვის ბუნკერში იქექება მოხუცი ქალი,
რომელსაც შვილი სვანეთის გზაზე გაეყინა
და ქმარი ჩეჩნებმა მოუკეს აფხაზეთში,
ქუჩის გაღმა კი მხატვარი ხატავს ოპერის თეატრს,
მისი ფერწერა მოგაგონებს მორის ურტილოს,
რომელსაც არ დაუხატავს „სიგიჟე“
სხვა თეატრში კი ფოტოგრაფებს აჯილდოვებენ,
პირველ პრემიას აიღებს ფოტო,
რომელშიც ასახულია მღვდლის თვალთა სევდა,
იგი მოიხდის მალე მადლობას,
და დაიწყება თეატრის სცენის მომზადება საღამოსათვის,
რადგან საღამოს პრემიერაა ან დუმბაძის, ან შექსპირის,
ან რამე უფრო ძველის,
და თითქოს ყველაფერი ქალაქი კიარა, სიძველეთა მუზეუმია,
ისე დავდივარ და ვეძებ მშვენიერს სამყაროს მიმართ,
მაგრამ როდესაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ღმერთი არა ვარ,
ვბრუნდები უკან,
და უფრო უკან ვიხედები, და ვუფიქრდები,
რა მარტივია ამ ყველაფრის დალაგება,
თუ უბრალოდ იმ მხატვარს, რომელიც ხატავს ოპერის თეატრს,
მოვაბრუნებრუნებთ ქალისაკენ, რომელიც ნაგვის ბუნკერში იქექება,
სხვა ყველაფერი თავისით დალაგდება ქალაქში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები