ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2022


****

ალალ ბედზე, ბილიკები , თეთრმა ნისლმა დაფარა.
თორემ გზები , რას მიქვია , განა დაღლას ვჩიოდი...
თეთრ პერანგში,  თეთრ ღაწვებზე , წმინდა ცრემლების ამარა
ორთქლდებოდი და ქვესკნელში, მზესავით ჩადიოდი.
მე კი როგორც თოფის დენთი, ცეცხლს და ტკივილს ვეძებდი
ქნარის ხმაზე, ქარავნისთვის, აბა როგორ მეცადა?!
უფრო ნისლი... მზის სხივებთან აბა, როგორ შევძლებდი?!
როცა გული ბნელ ჯოჯოხეთს, სიცოცხლეში ძერწავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები