ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2022


დამრჩა

მათი სკამი დამრჩა,
მორყეული ჯორკო.
ბუხრის პირი დამრჩა,
ჭურისთავზე ორგო.
დამპალია ორგო...
საწნახელიც დამრჩა,
ძველი შავი პალტო,
დაცრეცილი ფარჩა.
თანაქა და თუჯი,
პაწაწინა თუჯი,
მათი სახელზე  დამრჩა,
ცა დიდი და ლურჯი.
ძველი თოხი დამრჩა,
ღობე ძველი ალაგ,
ბუხრის შავი ჭვარტლი,
ლოცვასავით დამაქ.
კიდევ ჭერი დამრჩა,
ნაწვალები ჭერი.
დარიგება დამრჩა,
სამყაროზე ბევრი.
სიმღერები დამრჩა,
ჩაკრულო და ლალე.
მათი ლოცვა დამრჩა,
"გზა სიკეთით განვლე".
ჩაკეცილი წიგნი,
დაუსრულებელი,
სიყვარული დამრჩა,
უსასრულოდ წრფელი.
ზ.მესხი 27.12.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები