ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2022


ისე როგორც ყრმობისას

****
წავედი და ავაშენე ქვითკირისგან ქოხმახი.
დავიტეტკვე ცერა თითი, ისე როგორც ყრმობისას,
რა კარგია განთიადზე ნამიანი ბალახი,
და ფერები აქ რომ იცის ამ დროს შემოდგომისას.
მოვიარე მოწყენილმა ეზო კარი , ალაგი...
ცრემლი თვალზე არა , მაგრამ გულში ჩაიხმაურა.
ორღობიდან , ჩემი სიყრმის ბერიკაცი ალალი.
"იქნებ წვიმა წადგეს ბიჭო , მოასწარი დახურვა".
07.09.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები