ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2022


  ჩამოტვირთვა

სიმღერა ნინისთვის:)

გამომიგონე გზები შორი
მიმარჩიელე
და ჩვენ ორ შორის ჩვენ ორ შორის
ვიოლონჩელი
ხელი ჩაჰკიდე ამ ხელს კარგად
მხარი  მომადე
და ნახე როგორ დაიკარგა
ლურჯი ხომალდი
შენ სისხლით ფრინველს წარბით ფრინველს
მე კი ბინდიანს
ხანდახან ერთად გვიყივლებენ როცა გენები
მიამბობ ძველი ნაცნობები საით მიდიან
სად იწყებიან  მათი გზები მათი გემები

გამომიგონე გევედრები გამომიგონე
გამომიგონე რომ სარკმელთან ხშირად მიგონებს
გამომიგონე ვაგონები ბრესტი მიგრონი
ზურგის ქარი და შორი გზები გამომიგონე
გამომიგონე ვაგონები ბრესტი მიგრონი
ზურგის ქარი და შორი გზები გამომიგონე

მტევნებით ვაზის ქარვის ქვებით
მაღლა გაწვდილ ხელს
როდესაც მთვარე შეეცხება
შენი ხვედრია
არიან ქვეყნად ჯადოქრები
მაგრამ არც ერთხელ
ერთი ნამდვილი  ჯადოქარი არ შემხვედრია

გალავნის იქით იქით ჯებირს
არის ცხრა ციხე
წიგნში ზღაპრების ჩაწერილი გამოფენილა
არიან ქყვეყნად ფასკუნჯები
მაგრამ არც ერთხელ
ჩემს ფანჯარასტან ფასკუნჯები არ მოფრენილან

გამომიგონე გევედრები გამომიგონე
გამომიგონე რომ სარკმელთან ხშირად მიგონებს
გამომიგონე ვაგონები ბრესტი მიგრონი
ზურგის ქარი და შორი გზები გამომიგონე
გამომიგონე ვაგონები ბრესტი მიგრონი
ზურგის ქარი და შორი გზები გამომიგონე

შეხედე იმ სახლს ახლა სახლში ქრება ბუხარი
და სხვა სახლებიც სხვა სახლებიც ასე ქრებიან
მივიდეთ სადაც მასპინძელი არის მწუხარე
ვივიდეთ სადაც უჩვენობის სიმღერებია
რაც კი ჯიბეში საძილეა როცა ასერთ ხეს
დავგავრთ ეზოში წყალს გავატანთ ასე მგონია
არის ამ ქვეყნად ბრაზილია მაგრამ არც ერთხელ
გონიოს იქით არ წავსულვარ თუმცა გონიოც...

გამომიგონე გევედრები გამომიგონე
გამომიგონე რომ სარკმელთან ხშირად მიგონებს
გამომიგონე ვაგონები ბრესტი მიგრონი
ზურგის ქარი და შორი გზები გამომიგონე
გამომიგონე გევედრები გამომიგონე
გამომიგონე რომ სარკმელთან ხშირად მიგონებს
გამომიგონე ვაგონები ბრესტი მიგრონი
ზურგის ქარი და შორი გზები გამომიგონე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები