| ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 9 ნოემბერი, 2022 |
"ფეისბუქის" და პოეზიის მწყალობელი , კეთილი გულის და სიტყვის პატრონია ნუნუ დეიდა. თავად პოეტი, სათნო, სანიმუშო მოტივატორი, დროგამოშვებით ინსპირატორიც, მისი ხსენება არ ეზარებათ ლიტერატორებს. საყვედურობენ იმ ქცევის გამო, სხვის ლექსებს წარა-მარა გულებს რომ ჩუქნის, ჩუქნის გიფებს, ტაშს და "ლაიკებს". ვერ პატიობენ: "მშვენიერია", "სუპერ ლექსი", "გენიოსი ხარ"- ამას რომ წერს ყოველ მეორეს. მიხვდით? მიმცი-მომციაც არის ნუნუ დეიდა, მათ კი ჰგონიათ სამაგიეროს მოთხოვნაში გამოიჭირეს. მაშ რა ქნას, ზოგ გამომცემელს ავტორების შერჩევას და გემოვნებას თუკი უწუნებთ? ლექსებს არ ბეჭდავს, გაითავისა რომ წიგნი სხვაა, ჰოდა, ნუღარ წუწუნებთ. რა დარჩენია? მიხვრა-მოხვრა ფეისბუქური! ის ყველგანაა სადაც ტკბილი სიტყვა ჩხრიალებს, ფიქრობს რომ ამით, საკუთარსაც და სხვისასაც, ვერშემდგარობის კურნავს იარებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ერთი ლექსის ღირსი კი იყო ნუნუ დეიდა. ღირსი ორივე გაგებით. ;)
ერთი ლექსის ღირსი კი იყო ნუნუ დეიდა. ღირსი ორივე გაგებით. ;)
4. რა ნაცნობი ამბავია :)))
რა ნაცნობი ამბავია :)))
3. ულაპარაკო +5 იშვიათად ემთხვევა ამ საიტზე ჟანრი ჟანრს, ეს კი თვალსაჩინო მაგალითია პოეზიისა! ულაპარაკო +5 იშვიათად ემთხვევა ამ საიტზე ჟანრი ჟანრს, ეს კი თვალსაჩინო მაგალითია პოეზიისა!
2. მუხა :)) "ნუნუ დეიდა" კრებითი სახელია და არა კონკრეტული პიროვნება. (სათაურიც ამას გვეუბნება.) ლექსი ირონიულია და ეს ირონია თანაბრად ეხება " ნუნუ დეიდასაც" და მის გამქილიკლებსაც. "ნუნუ დეიდა" არც კარგია და არც ცუდი, ის ისეთია, როგორიც არის.
მუხა :)) "ნუნუ დეიდა" კრებითი სახელია და არა კონკრეტული პიროვნება. (სათაურიც ამას გვეუბნება.) ლექსი ირონიულია და ეს ირონია თანაბრად ეხება " ნუნუ დეიდასაც" და მის გამქილიკლებსაც. "ნუნუ დეიდა" არც კარგია და არც ცუდი, ის ისეთია, როგორიც არის.
1. ბრავო ნუნუ დეიდას! მწამს და მჯერა კარგი ადამიანია. ბრავო ნუნუ დეიდას! მწამს და მჯერა კარგი ადამიანია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|