ხმა _ არქაული, უმომავლო, გაჯერებული ყურთა შინა, ბგერები _ თავად ქერუბიმები მელოდია კი ქნარი და ქნარი, ქნარი და ქნარი, ქნარი და ქნარი! თითქოს სამოთხე თეთრია და მოსაწყენია, თითქოს სამოთხე ღმერთია და ანგელოზები, თითქოს სამოთხე ღრუბლებია და ფაფუკია, და საკურნებლად სულისა მხოლოდ, ქნარია, ქნარი! თიითქოს არ იყოს სამოთხეში სტრიპტიზ კლუბები და სააქაოზე ბევრად იაფი არ ღირდეს შესვლა! თითქოს არ იყოს სამოთხეში კაზინოები, და სააქაოზე ბევრად დიდი არ ჰქონდეს გაცემა, თითქოს არ იყოს სამოთხეში ალკოჰოლის მდინარეები და სააქაოზე ნაკლები არ ჰქონდეს სტერილიზაცია, თითქოს არ ისმოდეს სამოთხეში ჯაზი, და თითქოს მხოლოდ ქნარი იყოს, ქნარი და ქნარი, ქნარი და ქნარი, ქნარი და ქნარი! ჩვენ გვატყუებდნენ, ამიტომაც გვტანჯავს გეენა ემალის დიდ და მაგძლე ქვაბში, ცხელი წყლის გველებთან და წურბელებთან ერთად, და შორი ახლოს, ბელზებელია, რომელიც უკრავს, უკრავს და უკრავს და ჩვენს ყურებზე დემონსტრირებს შეუსვენებლად, და საკრავი, მოქცეული მის გრძელფრჩხილებიან თითებში არის ქნარი, ქნარი და ქნარი, ქნარი და ქნარი, ქნარი და ქნარი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვახ, ვახ რა არის კაცო ეს გამაჟჟჟროლა. ვახ, ვახ რა არის კაცო ეს გამაჟჟჟროლა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|