ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ნინო დარბაისელი
დასაპეპლ-დაუპეპლავნი (ძია ფროიდს)
“ხანდახან სიგარა - უბრალოდ სიგარაა”, ისე გამეცალა, არ ვიცი, სიქა რაა!
ხანდახან ჩიბუხი - უბრალოდ, ჩიბუხია, ფარდას შეფარულმა - ფარდა ჩამოხია!
ხანდახან - ქვაბიც კი, - უბრალოდ, ქვაბია, და სულ არ ანაღვლებს, ვის სად რა აბია.
ხანდახან ქალიც კი - უბრალოდ, ქალია, საწყვილის ლოდინში ვინც ყოფა გალია.
ხანდახან კაციც კი - უბრალოდ, კაცია და შენს თავს მოჰკითხე, თუ გაცხელ-გაცია!
ხანდახან სექსიც კი - უბრალოდ სექსია, ზოგთან სექსს გერჩია, ძაღლები გექსია!
მამალს მოელიან - უბრალოდ, ქათმები… მათი შემხედვარე იცინი, გათბები.
მამალი ცოტაა, დედლები - მეტია, თავს ყველგან დაიძვრენ, (თუკი გაგეტია!)
ხანდახან ოცდება მკითხველთა ერთობა: ეს ქალი გაგიჟდა? რა თემით ერთობა?
ხანდახან არ ვიცი, რაა მოთმინება, სათქმელი არა მაქვს და მერითმინება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიანაც კარგი, რომ გერითმინებათ :) ძალიანაც კარგი, რომ გერითმინებათ :)
1. ძია ფროიდი ახლა ცოცხალი რო იყოს , ამ ლექსით რას გაიხარებდა?!
ძია ფროიდი ახლა ცოცხალი რო იყოს , ამ ლექსით რას გაიხარებდა?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|