ღმერთო, შენდობა რომ გთხოვე, ღმერთო, ვედრებით რომ მოგმართე, ახლა აღარ მინდა, ვპოვე, თუმცა რა წამს ვპოვე, წამართვეს, თუ კი, მართლა ხარ და მტოვებ, ღმერთო, როგორ იტან წარმართებს.
ვიცვამ, შავებს სხვათა დარად, სვათაც შემოსავენ საჩემოდ, როცა ხსენებები მარად მხოლოდ სურათებში დარჩება, რაც კი, მეღირება არად, ძველი, ძონძიანი ფარჩები
მიწას, მამადლიან არც მე, ნანაც მომეწევა, დიდო, ყელზე ჩამოგლეჯილ ჯვარცმებს, წყებად გამატანენ, ვზიდო,
ვზიდო, სათრევია მხართა, მხოლოდ მათი ზიდვა მაოცებს, ვდგევარ, ვაკაკუნებ კართან ბნელში დაკარგული სამოსით
თითქოს, თოჯინა ვარ სატირე, უთვალ–უცრემლებო, უპირო, როცა მეცინება _ მატირე, როცა მეტირება _ ნუ ტირი ...
თვალო, ჭრილიანო, უჭრილო, ტანი _ უკენარო, კენარი. ვგლოვობ საუკუნოდ უტრილოს, გლოვად დაწერილი სცენარით,
ფიქრში ვათამაშებ სურათებს, ფიქრშიც ჰორიზონტი ჩაქრა, ღამეს, მიკიოტი მომათევს, ვფიქრობ, მესაქმება აქ რა, ღმერთო, ვედრებით რომ მოგმართე, ღმერთო, აღარ მინდა, გაქრა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|