ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიტყვის კაცი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2022


გასეირნება

ქარიშხალი სახლში დავპატიჟე, ჩემთან.
ალბათ, კიდევ დიდხანს, შევიკავებ სუნთქვას.
რახანია, რკინის უშენობას ვჭედავ,
ნეკერჩხლები სხვენში დავალაგე, კოხტად.
მივდიოდი მთვრალი და არავის უთქვამს,
მარცხენაზე თასმა გახსნილი რომ მქონდა.

მივდიოდი, აღარც ვკითხულობდი საათს
და მემგონი, მომგონს ვაგინებდი ამინდს -
წყევლაა, თუ რაა, ვერ გავიგე, სადაც
უნდა ვიყო, ყველგან როგორაა წვიმა?!
რაც არ უნდა მთხოვონ მეგობრებმა, მაინც
ვუღალატებ თავს და გამოვუყვან წირვას.

შემოდგომის სევდა დაგბრალდება სულ შენ
და ამოვა მშრალი, წვიმა ისევ წყლიდან.
ქარი, ფარდას ხელებს უფათურებს სულში,
მიძველდება ღამე, ძიებაში ახლის.
მახსენდება, ლურჯი სიზმარი რომ მღლიდა,
ხვალიდან კი - თეთრი უძილობა დამღლის.

მე და ჩემმა კატამ გადავწყვიტეთ წუხელ,
მოვუფრთხილდეთ შიშებს, შვილებივით ვკვებოთ.
ამ გალეშილ ლექსში რომ არ შემიწუხდე,
რომ არ გამომიჩნდე - მრავალწერტილს დავსვამ....
სანთებელა გაქრა, დავიხედე ქვემოთ
და მარჯვენა ფეხზეც გავიხსენი თასმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები