ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ნოემბერი, 2022


ნუ მომკლავ !

ექვსი წლის წინ მუხლზე დამდგარმა რომ დამიჩოქე და ხელი მთხოვე, საჭირო არ იყო, მე მაინც
გამოგყვებოდი ცოლად, იმიტომ რომ გაღმერთებდი.
ხუთი წლის წინ შვილის სქესი რომ ვიზეიმეთ, შენით ბედნიერი ვიყავი.
ოთხი წლის წინ ბავშვმა ფეხზე რომ გაიარა , ყველაზე მეტად გენდობოდი.
სამი წლის წინათ, სამსახურში წასვლა რომ ამიკრძალე, იმედი გამიცრუე.
შარშან ეჭვიანობის შემოტევა რომ გქონდა, ბავშვიც არ მოირიდე და სილა გამაწანი, სასტიკად შეცდი:
წელს ჩემი ავადმყოფობის მიუხედავად, რამდენჯერაც წახვედი დასალევად, იმდენჯერ მეჩხუბე და
ცრემლი მადინე.
გუშინწინ შენმა შეუბრალებელმა სახემ საბოლოოდ დამაფრთხო.
შიში ჩაშენდა სიყვარულიდან სისასტიკემდე.
ექვსი წლის წინ მუხლზე დადგომა საჭირო არ იყო!
დღეს ნუ გადამაქცევ სტატისტიკად, ნუ მომკლავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები