ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2022


ნოემბერია

ფოთლებბელია
ნოემბერია,
მოებმებიან ფიქრებს რინდები,
ცაზე ღრუბელი ისე ბევრია,
ქარი მიდენის და ვერც მიდენის.

ღრუბლებბერია
ნოემბერია
წვიმის წკირებით ერთობა ზეცა,
ნოემბერია მოედებიან
ნისლები დღეებს,
სიკეთე შეცბა.

ნოემბერია,
მოერგებიან
ფიქრებს ფიქრები,
ხიდებს ხიდები...
ნოემბერია
ნოემბერია,
როგორ ბინდდები,
როგორ ბინდდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები