ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2022


მოკლული გულების



განა ის მიბრაზდება, განა მე ვუბრაზდები...
უსუსურ მისტერიებს,  ვეწირები მგონია.
როცა სულის აღმასვლას, სრულად გავემიჯნები,
იქ მოკლული გულების, ბნელი პანთეონია.

ამოვიგლეჯ  გულიდან, როგორც ძვირფას ავგაროზს
და მოქუფრულ ცის თაღზე,  ღრუბლებს შევესიტყვები.
მაშინ ვის მოუნდება, ეს სპექტაკლი განმარტოს?!
როცა , ჩემი გაჩენის,  მომდურავი ვიქნები.

არა! უნდა ვიცოდეთ, დროს ჩვენთვის არ სცალია...!
დამთავრდება ცხოვრება, როგორც ყველა ზღაპარი,
როცა სულის აღმასვლას, სრულად გავემიჯნები,
და ლანდებად იქცევა,  ეს თავგადასავალი.

იქ მოკლული გულების, ბნელი პანთეონია.
ვნებით წავალ ძვირფასო და ჩემს ადგილს ვიპოვი,
შენი ნახვის სურვილი, იქნებ იქაც გამიჩნდეს,
მაგრამ, აფსუს უსულოს, იქ როგორღა გიპოვი.

ზ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები