ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანშაინ
ჟანრი: პროზა
14 ნოემბერი, 2022


აფეთქება ისტიკლალზე.. როგორი იყო თქვენი დღე?

სანამ სისხლი დაიკოლტება, ტაქსიმის მეიდანზე ერთი და იმავე დღეს დაბადებული ორი მეგობარი ერთმანეთს ხვდება.
ჩაუვლიან კაფეებს, ბარებს, მიდიების გამყიდველებს, მენაყინეებს, ყავის სახლებს, წითლად განათებულ ნაიკის მაღაზიას, ყვითლად განათებულ "ქათმის სახლს"
-გოგონებოო, თუ თურქულ საჭმელებს ვერ ჭამთ, აქ გასინჯეთ ქათამი.

ტაქსიმის სტარბაქსში ნუ შეხვალთ.. ესპრესო ლაბი სჯობს..

-გშიათ? ჩავიდეთ ხიდზე, თევზიანი პური ვჭამოთ..
ჩაუარეს ისტიკლალს...
-იცით თურმე ნაგვის ურნებს რატომ ვერ ხედავთ?
ბომბი მარტივად მონტაჟდებაო.
-ლუდი თუ გიყვართს აქ დალიეთ, გაუფილტრავი
-იცით, გადატრიალების მცდელობისას ჩემი ძმა ხიდზე ყოფილა..
-სუში ხომ არ გინდათ? აქვეა.
აქედან აზიაში გადახვალთ.

ქალი დაიძრა...
ჩაუარა კაფეებს, ბარებს, მიდიების გამყიდველებს, მენაყინეებს, ყავის სახლებს, წითლად განათებულ ნაიკის მაღაზიას, ყვითლად განათებულ "ქათმის სახლს"
-ამდენი ხანი თევზის რიგში პირველად ვდგევარ...

ქალმა ჩაუარა სტარბაქსს

-ხიდზე საღამოს ჩავიაროთ, უფრო მეტი თოლია და მეთევზე იქნება.

ქალმა შეისწორა ჰიჯაბი

-გოგონებო ტრავმაით წავიდეთ აიასოფიასკენ.

ქალმა სკამზე ჩამოისვენა.

-გოგონებო მეორე მხარეს დადექით, მალე ჩავალთ.

-ქალი ადგა და გზა განაგრძო....

ხმაური, სისხლის კოლტები, სირბილი, სირბილი სირბილი..
ბოლო ცნობებით, დაღუპულია 2, 4, 5 ,7 და დაშავებულია : 15, 27, 53, 81....
სახელები რა საჭიროა...
მხოლოდ რიცხვები და დამპალი სტატისტიკა.
-გისმენ, რაა??? აფეთქება?? კი კარგად ვარ, აია სოფიასთან ვდგევართ..
ვაიმე ... სად ვდგევართ.. აია სოფიასთან, აიააა სოოფიაასთან..
შენ მასპინძელი ხარ, როგორ ფიქრობ კიდევ იქნება აფეთქება?
მასპინძელი არ ამბობს, ვერ ამბობს, პირი უშრება, გაქცევა უნდა, მაგრამ ვერ გარბის, მეგობრებს შეეშინდებათ... იცის, რომ თუ აფეთქება კიდევ მოხდება, ზუსტად იქ, სადაც დგას...
კარგი ნუ ჩქარობ, დამშვიდდი, მივალთ მეტრომდეც, ჩაიარა მაგ ამბავმა...
-გრანდ ბაზარიც დაუკეტავთ, რატომ არის აქ, ასეთი სიწყნარე? სახე გაქვს შეშლილი..
მასპინძელი ჩქარობს, გოგონებს მეტრომდე აცილებს თვითონ ტრავმაიმდე მიდის და შემოსულ უამრავ ზარს პასუხობს.. ამშვიდებს ყველას და ეუბნება, რომ კარგადაა. ფიზიკურად. რომ აფეთქებას ისტიკლალზე10 წუთით გამოასწრო....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები