ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
16 ნოემბერი, 2022


მარინა ცვეტაევა - ვერარა წაგვართვა ვერავინ

#თარგმანები

ერთი პერიოდი,  მეოცე საუკუნის ათიან წლებში ცვეტაევა და მანდელშტამი, რომ იტყვიან, ერთმანეთზე გადაირივნენ. მარინამ ათი ლექსი უძღვნა, ოსიპმა -  სამი.
  1916 წელს ოსიპმა სრულიად მოულოდნელად, რამის უთქმელად მიატოვა ყველაფერი და ყირიმში გაემგზავრა. ასე ვთქვათ, ,,თავს უშველა” …ეს ლექსი  ამ მომენტს ასახავს.

მარინა ცვეტაევა

ვერარა წაგვართვა ვერავინ
(ოსიპ მანდელშტამს)

ვერარა წაგვართვა ვერავინ.
მეტკბობა  მანძილი ჩვენ შორის.
გკოცნით,  მონატრების მფარავი,
სულ ასი ვერსია სიშორე.

ნიჭით ვერ მოგწვდებათ ვერავინ.
მშვიდი ხმა - პირველად ვიფერე.
რად გიღირთ, ჭაბუკო დერჟავინ,
ლექსები ჩემი  უტიფარი.

ჯვარს გწერთ საშინელი ფრენის წინ:
- გაფრინდი, არწივო ახალო!
მზეს თვალი უსწორე, მე ვიცი.
- ნორჩს მზერა მძიმე მაქვს? დავხარო?.

უდრეკად, თან ნაზი თანყოფით
ჩემსავით არასდროს გელიან.
მე გკოცნით  - ჩვენ ორის გამყოფი
მანძილი  -    დრო  ასი  წელია. 

1916

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

Никто ничего не отнял…

Никто ничего не отнял!
Мне сладостно, что мы врозь.
Целую Вас — через сотни
Разъединяющих верст.

Я знаю, наш дар — неравен,
Мой голос впервые — тих.
Что Вам, молодой Державин,
Мой невоспитанный стих!

На страшный полет крещу Вас:
Лети, молодой орел!
Ты солнце стерпел, не щурясь, —
Юный ли взгляд мой тяжел?

Нежней и бесповоротней
Никто не глядел Вам вслед…
Целую Вас — через сотни
Разъединяющих лет.

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები