ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ბერუაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2022


მტვრიანი როიალი

ჭაღების ასეულ, წლოვანი სიჩუმე,
ოთახს კი წყვდიადი იპყრობს და იბუდებს,
ოთახში წვიმა და თოვლები მეფობენ,
ოთახი, როიალს იხუტებს...
ტყუილად მოსულხართ, აქამდე აქ მყოფნი,
ტყუილად წასულან, ვინც კი აქ ყოფილა,
ასეთი უფერო, ასეთი ნატყორცნი,
ოთახში ამინდი, არასდროს შობილა...
როიალს სტკივა და ძველ დროებს იფარებს,
მრავალი მეჯლისი, მასთან რომ ყოფილან...
ახლა კი ვერავინ, აქ ვეღარ იხარებს...
აქ მარტო სულები, მიდი და მოდიან...
სულები, ამბებში გზები რომ ებნევათ,
ამინდი, როგორიც არასდროს შობილა,
როიალს ბრძოლა აქვს დანგრეულ კედლებთან,
სიცოცხლე ასეთი, არასდროს ყოფილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები