ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: იუმორისტული
20 ნოემბერი, 2022


ჩვენებური პოლიტ-ისტაბლიშმენტის ზედწოდებათა საძიებელი

#თავშესაქცევი

ნდს

ჩვენებური პოლიტ-ისტაბლიშმენტის ზედწოდებათა საძიებელი

ბოლიტიკოსი - ანუ მატყუარა, ბოლის დამყენებელი, დამბოლებელი.
გოლიტიკოსი - რომ იმარჯვებს და ვიღაცას, ოპონენტს რომ “ გაუტანს”.
დოლიტიკოსი - დოლ-გარმონისა და დროსტარების მეტი რომ არაფერი ანაღვლებს.
ვოლიტიკოსი - მაგარი როა ვირტუალში,
ვოლზე პოსტების წერაში და ისე, რეალში რომ არ უქნია გამჩენს.
ვორიტიკოსი - შავ სამყაროსთან, ,, ვორებთან” შეკრული.
ლორიტიკოსი - რაჭველი ან გვიან რომ მოდის აზრზე, რა ხდება.
ნოლიტიკოსი - არაფერს რომ არ წარმოადგენს, ისე რომ დევს.
ჟორიტიკოსი -“ ჟორულს” რომ აწვება, თავისებური კოლაბორაციონისტია.
როლიტიკოსი - თავისი უფროსობისგან რაიმე,  ერთი როლი რომ აქვს დაკისრებული. თუ გაქაჩა,  შეიძლება მერე სხვა როლსაც გამოჰკრას ხელი.
ტოლიტიკოსი - უფროს-უმცროსობის გარტყმაში რომ არ არის, იერარქიას ვერ გრძნობს და ყველას თავს რომ უტოლებს.
ასევე, დემოკრატიულს რომ აწვება, ყველა ტოლიაო.
ფულიტიკოსი - მარტო ფულის კეთებაზე როა გადასული.
ფურიტიკოსი - შეძლებული პირი, “პოლიტ თანამოაზრენი” ფურივით რომ წველიან.
ქორიტიკოსი -  ოპონენტზე, როგორც მსხვერპლზე დაგეშილი და სწრაფად მოქმედი.
ქოლიტიკოსი - ,,ქოლ ცენტრებთან” აფილირებული, ზოგადად, შავ ბიზნესში ჩაბმული.
ღორიტიკოსი - სულ თავისთვის რომ უნდა ნაშოვნი და ვერ გაძღა, წილში არავის ისვამს.
ყორიტიკოსი - მუცლის ამოყორვის მეტი არაფერი რომ არ აინტერესებს.
შორიტიკოსი - საზღვარგარეთ გაქცეული, იქიდან რომ ცდილობს აქაური პოლიტიკური თამაშების მართვას.
ცოლიტიკოსი - ცოლისა და ცოლეურების გაქაჩული პოლიტიკაში.
ჩმორიტიკოსი - დაჩმორებული რომ ჰყავთ სხვებს.
მძორიტიკოსი - არაფრის მაქნისი, გაუნძრევლად რომ დევს და ადგილს აცდენს.
მწოლიტიკოსი - პოლიტიკაში ,, კრაოტით” შემოსული, პროსტიტუციის ელიტარული სახეა ეს.
ჭორიტიკოსი - ტყუილებს რომ ავრცელებს, ანუ ,,შეუმოწმებელი წყაროების შეუმოწმებელ ინფორმაციებს” გადასცემს სხვადასხვა არხებით.
ფხორიტიკოსი - საიდანღაც ხელისუფლებაში რომ მოხვდა და თავში აუვარდა, იფხორება, ძველ საახლობლოს ზემოდან უყურებს.
ჯორიტიკოსი - ჯორივით მომუშავეა, მაგრამ არა ,,ფლექსიბელური”, ნათქვამ- ნაფიქრს ვერ გადააქმევინებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები