ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2022


●●●(თურმეობითი)

აშრამელ ბრძენს უთქვამს:
- ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივაა სიზმარი და ტყუილიაო.
მაშ, ეგ შენი სიბრძნეც ტყუილი იქნებაო, - უპასუხეს.

თურმე სიზმარი მონატრებას ბადებს,
ტყუილი - სევდას.

"უცნაური თავმოყვარეობა"
და "ვითომ გულგრილობა"
შეხვდნენ  ერთმანეთს, -
ფაქტობრივად წყალი და ზეთი.
ფქვილს თუ არ მოუკიდებ,
არ კეთდება მათი ნაზავი.

კი იცრებოდა ოხრად ფქვილი
თურმე იმ ქვეყნად,
მაგრამ მუდმივად ქარს მიჰქონდა,
სულ სხვა ნაპირას.

ამ სიზმარში ვერ ავირევითო,
ამ ტყუილში ვერ ავითქვიფებითო,-
თქვეს და თავი შეინახეს
წყალმა და ზეთმა.
თურმე მიწისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები