ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2022


ამ სიცივეში

ამ სიცხეში როგორ დადის სხეულში სისხლი
ან ეს კაბები იქნებ უფრო უარესია ?
აღარც  ლილიტი , აღარც ევა , სულ სხვა ვერსია .
როგორ იფიქრე , რომ ოდესმე სხვას გავხედავდი ?
მე დავიჯერე ჩემთან ერთად შენი დაქანცვა ,
დაღლა ფერებით , ჩაის სმითა და ამარკორდებით .
ჟან შარდენით ქვაფენილზე რომ ვიგონებდით ,
დავიჯერე ჰო და გეცლები .
მეც შევიძულე ვისკონტი და რენუარები ,
ადრიატიკა , შექსპირი და რიალტოს ხიდი .
რვა ნახევარი  , ეგზიუპერი მემუარებით .
შევიძულე ჰო და გეცლები .
ვეცდები მოვძებნო მერამდენედ ადგილი სადმე ,
სადაც არაა შენი შივა , შენი ბრაჰმა და შენი ვიშნუ .
ვიცხოვრო მხოლოდ მოლიერის კომედიებით ,
სიცილით და ჩაბჟირებებით ცრემლები ვიშრო .
აღარც სარტრი , აღარც ჰიჩკოკი , აღარც სეზანი ,
აღარც ლილიტი , აღარც ევა , სულ სხვა ვერსია .
ამ სიცივეში როგორ დადის სხეულში სისხლი
ან ეს კაბები იქნებ უფრო უარესია ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები