ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
17 ნოემბერი, 2022


"პოეტთა მეფევ!.." მინდა "გიმღერო"...

❤️
"ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება
სიო სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება"...
ამ სიტყვებმა გამათბო და მთელი სული, გული შეძრა
მათი ეშხით მოხიბლული, მის ავტორზე თქმას გავბედავ!..
შენზე მინდა ვწერო დღეს დიდო პოეტო,
გრძნობით ამოვიღო შიგნიდან სათქმელი,
მბრწყინავ პოეზიით ავსებულს, კმაყოფილს
მზეც არ მეჩვენება ისეთი ნათელი.
არა, არ ვაჭარბებ, ასე ფიქრობს გული,
არსად შემხვედრია მეტი სინარნარე,
როგორ შეიძლება არ მოგაჯადოოს
იასამნის მცველმა მტრედისფერმა ღამემ?
როგორ შეიძლება მზერა არ მოგტაცოს
ქალწულურმა თოვლმა, თოვლმა იისფერმა?
უჩვეულო არის მეფევ შენი ხედვა,
ზიარება - ის, რაც შექმნა შენმა ხელმა.
ნიკორწმინდის თაღებს ასე რომ შეჰხარი,
ბრძენად რომ შერაცხე სიწმინდის ამგები,
მის გვერდით შენც დგახარ დიდო გალაკტიონ,
რადგან ის ტაძარი სიტყვით გაქვს ნაგები.
ნაზად რომ დაჰნათის აკაკის სახეს და
მშვიდად გადასცქერის ნიკოლას ნაკვალევს,
როგორ შეიძლება ტრფობით არ ვუყუროთ
მგოსანო შენს ნაშობ მთაწმინდის წყნარ მთვარეს?
ქალის ხატებად რომ მერი გიქცევია,
როგორ არ ვიწამოთ გრძნობის სიმფონია?
უსიყვარულოდ რომ არ თვლი უკვდავებას,
უსიყვარულოდ რომ მზეც კი არ გგონია.
დიდი სულიერი სიმარტოვე გასდევს
"პოეტების მეფევ" შენს ლექსთა სტრიქონებს,
ეს უფრო გამაღლებს, ახალ სხივებს გმატებს,
სხივებს, რომლებითაც ვერ ვგრძნობთ შენს სიშორეს...
არ შემეძლო, რომ არ მეთქვა ჩემი ხედვა, რწმენა ჩემი,
გენიალურ გალაკტიონს ხოტბას ვასხამ მცირე ენით,
ეს არ იყო, რის თქმაც მსურდა, ახლა მეტი ვერ შევძელი,
დიდი სკოლა უნდა განვლო, ბუმბერაზზე როცა მღერი.
----------------------------
17 ნოემბერს გილოცავ, სამყარო!
#გალაიუბილარია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები