ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ნოემბერი, 2022


კვლევა სვეტიცხოვლის ტაძრის წრიული ფრესკის წაკითხვის შესახებ

                          კვლევა
      სვეტიცხოვლის ტაძრის წრიული ფრესკის
                    წაკითხვის შესახებ

                პრეამბულა                     
   
ხანგრძლივი ფიქრი დაგფვჭირდა, გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მაინც გავბედეთ, ხელი მოგვეკიდა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე უმნიშვნელოვანესი კვლევისათვის, 

წაგვეკითხა სვეტიცხოვლის წრიული ფრესკა, ანუ კალენდარი,, რომელსაც მანდალას სახელითაც მოიხსენიებენ, მაგრამ ეს მცდარი აზრია, თუნდაც იმიტომ, რომ მანდალა დაკავშირებულია ბუდიზმთან და ინდუიზმთან და სულ სხვა დატვირთვის მატარებელია. ჩვენ ამ ფრესკულ წრიულ ასტრონომიულ და არა ასტროლოგიურ გამოსახულებას ვუწოდეთ, სვეტიცხოვლის ,,წრიული კალენდარი“ და ამით, იმთავითვე განვსაზღვრეთ მისი სიმბოლურიც და ყოფითი მნიშვნელობაც.

ფიქრი იმიტომ დაგვჭირდა, რომ  ვართ მართლმადიდებლები, არ გვსურდა გადაგველახა ,,წითელი ხაზები“  და დაგვერღვია ქართული ქრისტიანული მოძღვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც არა მხოლოდ ტრადიციებია, ადამიანის მსოფლმხედველობაცაა, ,ერთგვარი ცხოვრების წესი, მარადიულ სასუფევლამდე მისასვლელი გზა.

ჩვენს დროში ზოდიაქოს ნიშნები დაკავშირებულია მჩხიბაობასთან და ასტროლოგიასთან, მაგრამ ეს ერთვგარი ფილოსოფია, ფესევბს შორეული წარსულიდან არ იღებს, მითუმეტეს მას საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან, თუმცა  შუმერებიდან მოყოლებული, ქრისტიანობის წარმოშობის პერიოდით გაგრძელებული და შემდგომაც, ადამიანები ზოდიაქოს ნიშნებს თანავარსკვლავედებად აღიქვამდნენ და  ყოფითი დანიშნულებით იყენებდნენ. მათზე დაკვირვებით იგებდნე ხვნა-თესვის სეზონს, აწარმოებდნენ წელთაღრიცხვას და ა.შ. ეს იყო ცოდნა, რომელსაც სხვადასხვა რელიგიის მსახურნი საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს გადასცემდნენ და საიდუმლოდ ინახავდნენ.
სვეტიცხოვლის ფრესკული კალენდარი ზოდიაქოს ნიშნებით (მოდით ვუწოდოთ შემდგომ თანავარსკვლავედები)  სხვა ერთა, ტომთა და ხალხთანაც გვხვდება, მას ღრმა წარსული გააჩნია. ადამიანები ცის თაღზე, უხსოვარი დროიდან არჩევდნენ ჯგუფურად და ეულად მოარულ ვარსკვლავებს. მათ შესაბამისი სახელებიც უწოდეს.

ამჟამად, თანავარსკვლავედთა რაოდენობა ოთხმოცს აღემატება, მაგრამ ადრეულ ეპოქებში მათი რიცხვი მცირე იყო. წრიულ კალენდარზეც მხოლოდ თორმეტი თანავარსკვლავედია დატანილი.

წელთაღრიცხვის, მართებული იქნება თუ ვიტყვით: ეპოქების აღრიცხვის ეს სისტემა დაიწყო ხარის (კუროს) გამოსახულებით. ამას თავისი ახსნა გააჩნია. ის წარმოადგენს მარადიული სასუფევლის სიმბოლოს და  მისი ერთი სრული ციკლი, ანუ კალენდრის სრული შემობრუნება, მთავრდება დედამიწის პრეცესიით. დაახლოებით 26,0 ათასი წელი.
გაზაფხულის ბუნიობისას, ძვ. წ. დაახლოებით 4000 წლიდან,  21 მარტს (ზოგიერთ შემთხვევაში 20 მარტს), მზემ  გადაკვეთა ცის თაღის ეკვატორი ხარის თანავარსკვლავედში. ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით ორიათასი წელი, შემდეგი იყო ვერძის თანავარსკვლავედი და ის  შეცვალა ძველისა და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, თევზების თანავარსკვლავედმა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა დასრულდება რამდენიმე ასეულ წელში და მზე უკვე მომდევნო თანავარსკვლავედში, გაზაფხულის ბუნიობისას, გადაკვეთს ცის თაღის ეკვატორს, რომელიც ვირტუალურად გავლებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთის (გინდათ პირიქით) მიმართულებით.

მაშასადამე, ყოველი წლის გაზაფხულის ბუნიობისას, მზე კვეთს ცის თაღის  ეკვატორს, გარკვეულ თანავარსკვლავედში და ეს პროცესი სხვადასხვა ხანგრძლიობისაა, რამდენიმე ათასი წელი.  საშუალოდ ორნახევარი-სამიათასი წელი.

ამ ინფორმაციას პრეამბულაში იმიტომ ავსახავთ, რომ ვფიქრობთ, კალენდრის წაკითხვის პროცესში მას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. გვაქვს ამის საკმაო გამოცდილება, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოვყალიბდით პროფესიონალებად და შესაბამისი ცოდნაც დაგვიგროვდა.

ამასთან, წარღვნისშემდგომი პერიოდი, ანუ ნოეს და მისი შვილების განსახლების დრო ემთხვევა სწორედ ხარის თანავარსკვლავედში მზის ზემოთ განხილულ პროცესს.  ამიტომ, წრიულ კალენდარზე დაკვირვებისას, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი კონცეფცია და შევიმუშავეთ ალგორითმი, დავიწყეთ ყველა სავარაუდო ვერსიის განხილვა.

სპეციალურად არ გავეცანით სხვა მკვლევართა ნაშრომებს, რათა არ მოვქცეულვიყავით მათი გავლენის არეალში და თუკი ჩვენი კვლევის რომელიმე ნაწილი დაემთხვეოდა ,,გაცხადებულ ჭეშმარიტებას“, ამით მხოლოდ გავიხარებდით, თანაც ეს ჭეშმარიტება კიდევ უფრო გამყარდებოდა.

ჩვენ ასე მოვიქეცით ყველა სხვა კვლევის შემთხვევაშიც და ამ გზიდან არც ამჯერად გადავუხვევთ.


                          კვლევის პირველი საფეხური           
     
პირველ რიგში საჭიროდ ჩავთვალეთ  წრიული კალენდრის ვიზუალური დათვალიერება და მასზე დატანილი გამოსახულებების აღწერა

წრის ცენტრში ჩახატულია რომბი მაცხოვრისა და ანგელოზთა გამოსახულებებით.. თუ რა მნიშვნელობის მატარებელია თითოეული გამოსახულება ეს მართლმადიდებული სწავლებიდან ცნობილია, არ დავკონკრეტდებით, რადგან ჩვენ შეიძლება რაიმე გამოგვრჩეს ან პირდაპირი მნიშვნელობით შეგვეშალოს, არ  გვსურს ასეთი უზუსტობებით ცოდვები გავიმრავლოთ. ამასთან, ჩვენ იმთავითვე ვივარაუდეთ, რომ ამ ცენტრალურ ფრესკას, (შიდა წრის გამოსახულებას) ე.წ. კალენდართან,  პირდაპირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა, გარდა ერთისა. მთლიანად ფრესკა მიძღვნილია ქრისტესადმი და  მასზე გამოსახულ თანავარსკვლავედთა ფიგურებს მისი შობის ზუსტი წელი, თვე და რიცხვი უნდა გადმოეცა.

წრიული კალენდრის გარე წრეში ჩახატულია თორმეტი თანავარსკვლავედი.. ზემოთ, ვერშისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის, ცენტრში გამოსახულია მზე. ქვემოთ, მის პირდაპირ არის ნავის ფორმის მთვარის გამოსახულება,  რომელსაც სხვადასხვა ხალხი ქრისტიანობამდეც  ანალოგიურად გამოსახავდა, ოღონდ ,,მოკბეჩილი გვერდი“ მიმართული იყო სხვადასხვა მხარეს. თანავარსკვლავედთა შიგნითა, მომდევნო წრეზე დატანილია ზეციურ ბინადართა ფიგურები, ამათგან, ათი წარმოდგენილია ანგელოზის, ხოლო ორი კი სერაფიმის სახით, რაც სავარაუდოდ ასევე არის წრიული კალენდრის ნაწილი. ათი ანგელოზი აღნიშნავს რომაული  მთვარის კალენდრის ათ თვეს, ორი სერაფიმი კი შედგომ, იულიუსის კალენდრით დამატებულ ორ თვეს  (ყველა ეს ინფორმაცია ქვემოთ დაგვჭირდება).

სულ ეს არის, ჩვენი აზრით, თანავარსკვლავედთა გამოსახულება იმისათვის არის საჭირო, რომ წავიკითხოთ წრიულ ფრესკაზე  ე.წ. კოდირებული სახით წარმოდგენილი ქრისტეს დაბადების თარიღი, რაც შეეხება დანარჩენ ქრისტიანულ სიმბოლოებსა და გამოსახულებებს, ჩვენ არ ვართ მჩხიბავნი და ვერ წამოვაყენებთ ისეთ თეორიებს, რომლებიც ვთვლით, რომ იმთავითვე მცდარი ვარაუდებია. ამასთან, ძნელია ამ ე.წ. ასტროლოგიურ გამოსახულებებს, ქრისტიანული  მოძღვრებით, რაიმე ახსნა მოუძებნო. მითუმეტეს მართლმადიდებლურით, რადგან ჩვენი სარწმუნოება არ ცნობს მკითხაობას, ასტროლოგიას, სხვადასხვა სატანურ მოძღვრებებსა თუ ფილოსიფიებს. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ  ჩვენ, რომ წრიულ ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები ასტრონომიული გამოსახულებებია და ისინი გამოყენებულია წელთაღრიცხვის მიმანიშნებელ სისტემად, რასაც არ კრძალავს მართლმადიდებლობა. სხვა არცერთ მონასტერსა თუ ეკლესიაზე მსგავსი ნიშნები არ გვხვდება, რადგან უფალმა უკვე დაგვიწესა ადამიანებს ,,ხილულ სამყაროში“ მოქცევის ნორმები და ჯადოქრობით მათ შეცვლას ვერავინ შეძლებს, ხოლო, ვისაც სხვაგვარად სჯერა, ასეთ შეხედულებას მიჰყავს იგი ,,ჯოჯოხეთის კარამდე“.

სავარაუდოდ, სვეტიცხოვლის ფრესკული კალენდარი წარმოადგენს იულიუსის კალენდრად წოდებულ, ბერძენი ასტრონომის - სოზიგენეს მიერ შექმნილ მზის კალენდარს, რომელიც ძვ.წ.45 წელს შემოიღო კეისარმა. მაშასადამე, ასევე სავარაუდოდ იგი მოქმედებდა ქრისტეს შობისას (ამ სიტყვას ,,სავარაუდოდ“ იმიტომ ვიყენებთ, რომ ჯერ დასადგენი გვაქვს ქრისტეს შობის წელი) და მან შეცვალა რომაული მთვარის კალენდარი, რომლის მიხედვითაც წელიწადი იწყებოდა 21 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიობისას.

იულიუსისა და გრიგორიანული კალენდარი თითქმის იდენტურია, თუ არ ჩავთვლით შემდეგ განსხვავებას: პირველის მიხედვით, ტროპიკულ კალენდართან მიმართებით, ყოველ 128 წელიწადში ცდომილება შეადგენს ერთ დღეღამეს, ხოლო მეორის მიხედვით იგივე ცდომილების ხანგრძლიობაა 3030 წელიწადი. 

რომაული მთვარის კალენდარი, მართალია თავიდან ათი თვისაგან შედგებოდა, მაგრამ შემდეგ პერიოდებში ქურუმებმა დაამატეს წლის ბოლოს ორი თვე და ის გახდეს თორმეტთვიანი, ამასთან წინამორბედ კალენდართან შედარებით, თვის დღეებიც შეკვეცეს, მიუხედავად ამისა კიდევ ათი დღე რჩებოდა აღურიცხავი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იკრიბებოდა და პონტიფიკოსის გადაწყვეტილებით, კალენდარს მეცამეტე თვედ ემატებოდა. დამატებული ორი თვე იწოდებოდა იანვრად და თებერვლად.

მაშასადამე, როდესაც იულიუსის კალენდრით ახალი წელი 1 იანვარს იქნა დადგენილი, გაზაფხულის ბუნიობის 21 მარტი, როგორც ახალი წლის დასაწყისი დღე, გაუქმდა.

ეს ე.წ. მშრალი ინფორმაცია, ჩვენი კვლევისთვის სრულიად საკმარისია, გავიხსენეთ ის, რაც აუცილებლად დაგვჭირდებოდა და თუკი გზადაგზა რაიმეს დამატება იქნება საჭირო, ამასაც გავართმევთ თავს, მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ ამონახსნამდე, ანუ ჭეშმარიტებამდე.


                                  კვლევის მეორე საფეხური

ეს ეტაპი დავიწყოთ დიდი წრით, ანუ თანავარსკვლავედების განხილვით. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მზე ამ წრეში მდებარეობს ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედებს შორის. შემთხვევითია მისი ასეთი მდებარეობა? ,,, სრულებითაც არა! ჩვენი აზრით, წრიულ ფრესკაზე გამოსახულ ამ თანავარსკვლავედთა რიგითობას და  მათთან მიმართებით მზის მდებარეობას, თავისი დატვირთვა გააჩნია.

ძვ.წ. I საუკუნეში, როცა დაიბადა ქრისტე, მზე, ყოველ გაზაფხულის ბუნიობისას, ცის თაღის ეკვატორს კვეთდა ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის და გარე წრეზე ზუსტად ასეთი სურათია ასახული, მზე სხვა დროსაც კვეთს ცის თაღის ეკვატორს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში, დღე და ღამე არათანარია.  თანაც მთვარე სხვა თანავარსკვლავედებშია და ფრესკაზე გამოსახულ კომბინაციას არ ემთხვევა.. ხოლო,  რაც შეეხება მთვარეს, მისი მზესთან ერთობლიობა იძლევა კონკრეტულ თარიღს.  აგრეთვე, აქ, ჩვენი აზრი, არც ის არის შემთხვევითი, რომ მზე გამოსახულია ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის და ამ პერიოდში იშვა ქრისტე. ვერძი (კრავი) და თევზები, ორივე მისი სიმბოლოებია.

ჩვენ, სპეციალური ასტრონომიული პროგრამის გამოყენებით შევძელით წარსულის სურათის აღდგენა. მთვარე, როგორც ის გამოსახულია წრიულ კალენდარზე (ფრესკაზე) ,,სასწორისა“ და ,,ქალწულის“ თანავარსკვლავედთა შორის, ღამეულ ცაზე მდებარეობდა ძვ.წ. 7 წლის 27 მარტს, ანუ ახალი წლის (გაზაფხულის ბუნიობის) მეშვიდე დღეს.

თარიღი, რომელიც ცნობილია სახარებიდან, როგორც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წელი, არის ძვ.წ. მე-7  წელი (ჩვენ მას ასე აღვნიშნავთ - მინუს 7 წელი. ეს აღნიშვნა ქვემოთ დაგვჭირდება) და მას ზუსტად ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილი, მსჯელობით მიღებული თარიღი. ეს კი ჩვენი ვარაუდით ნიშნავს ქრისტეს დაბადების წელს, თვესა და რიცხვს. მაშასადამე, ქრისტე სავარაუდოდ დაიბადა  - 7 წლის 27 მარტს (ძვ.წ. 7 წლის27 მარტი)..

მზე, როცა ცის თაღის ეკვატროს გადაკვეთდა ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის და მთვარე ამოვიდა სასწორისა და ქალწულის თანავარსკვლავედებს შორის. იშვა იესო ქრისტე.

მთვარის ამგვარი მდგომარეობა ძვ.წ. I საუკუნეში არ ფიქსირდება არათუ ძვ. წ. 20 წელს და ა.შ. ვიდრე ძვ. წ. 7 წლამდე, შემდეგი ძვ. წ. 6  წლიდან ჰეროდეს გარდაცვალებამდე (ძვ.წ. მე-4 წელი). ასევე არც ახ,წ, 23-ე წლამდე (სხვადასხვა გამოთვლებით ქრისტეს შობის სავარაუდო წლები).           

ე.ი. ქრისტეს დაბადებამდე (ძვ.წ. მე-7 წელი) რამდენიმე ათეული წლიდან და მისი დაბადების შემდგომ კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მთვარე არ იმყოფებოდა ფრესკაზე წარმოდგენილ პოზიციაში მზესთან მიმართებით  ... კიდევ ერთხელ, გარდა მინუს 7 წლის (ძვ.წ. 7 წელი) 27 მარტისა.

აი, ეს კომბინაცია, მზის მდებარეობა ვერშისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის, გაზაფხულის ბუნიობისას, ცის თაღის ეკვატორის გადაკვეთისას და მთვარისა, საწორისა და ქალწულის თანავარსკვლავედთა შორის, იშვიათობაა და დიდი დროით არ ემთხვევა ქრისტეს დაბადების სხვა სავარაუდო წლებს. ამ მოვლენით კი ჩვენ შევძელით ქრისტეს დაბადების გამოთვლა, რომლის სარწმუნოებაც დასტურდება წრიული კალენდრის გამოსახულებებით.

სარწმუნოა თუ არა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფაქტი? ... სარწმუნოა, რადგან ეს ამბავი მოთხრობილი აქვს ლუკა მახარებელს: ,,იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები“ (ლუკას სახარება 2:1-6).

სარწმუნოა თუ არა, რომ ძ ვ.წ. 7 წელს ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა? ... ისტორიული ფაქტებით ეს დადასტურებულია. ამასთან ჰეროდე გარდაიცვალა ძვ.წ. 4 წელს და იესო მის შემდგომ ვერ დაიბადებოდა, ჰეროდეს მეფობის პერიოდში ჩატარდა აღწერა.

ეს, რაც შეეხება ქრისტეს დაბადების თარიღს *წელი, თვე, რიცხვი).  ხოლო, გარდაცვალების თარიღის შესახებ მსჯელობას განვაგრძობთ კვლევის შემდეგ საფეხურზე. აქ კი დავძენთ, რომ ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი დაბადების თვე და რიცხვი იესო ნაზარეველისა, არ ემთხვევა სხვა მკვლევართა და მეცნიერთა აქამდე დადგენილ  შესაბამის თარიღებს, გარდა დაბადების წლისა, თუმცა მათ, აბსოლიტურად ყველას, არამყარი ვარაუდები აქვთ გამოთქმული, ჩვენ კი ეს თარიღი სპეციალური ასტრონომიული პროგრამის მეშვეობით დავადგინეთ, რაც ალბათ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს თარიღები სარწმუნოა იმიტომაც, რომ მათი მეშვეობით დავადგინეთ ქრისტეს გარდაცვალების თარიღიც, რომელიც ასევე ასახულია წრიულ კალენდარზე. ერთობლიობაში კი ყველა მონაცემი ერთმანეთს ამყარებს და ქმნის საერთო სურათს.

მარცხენა სურათი:  განთიადი. ცის თაღი  -7 წლის 27 მარტს (ძვ.წ. 7 წლის 27 მარტი), როცა სავარაუდოდ დაიბადა ქრისტე. მთვარე მდებარეობდა  სასწორისა და ქალწულის თანავარსკვლავედთა შორის (04 სთ: 04 წთ:23 წმ); მარჟვენა სურათი:  დღე.    -7 წლის 27 მარტი (ძვ.წ. 7 წლის 27 მარტი) მზე მდებარეობს ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის (07 სთ:07 წთ: 07 წმ).


                            კვლევის მეორე საფეხური

წრიული კალენდრის მეორე წრეზე გამოსახულია (ჩვენ ეს უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ) სამოთხის ბინადართა ფიგურები,, რომელთა რიცხვი ტოლია თორმეტის. ამათგან მზის ქვემოთ, ანგელოზი გამოსახულია ანფასით, დანარჩენები კი გვერდხედით. მაშასადამე, ის უნდა აღნიშნავდეს ახალი წლის პირველ თვეს, ანუ იანვარს, თუმცა ძველი წელთაღრიცხვით ეს იყო მარტი.

ქრისტე ჯვარს აცვეს პარასკევს, ხოლო მკვდრეთით აღსდგა  კვირას, მესამე დღეს. იდგა ნისანის მეთოთხმეტე დღე (იოანე). თუმცა ასევე ეყრდნობიან 15 რიცხვსაც, მაგრამ ჩვენმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ სავარაუდოდ ჯვარცმის დღე იყო ნისანის მეთოთხმეტე დღე. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ის მომენტი, როცა ექვს საათზე, ქრისტეს ჯვარცმისას, დაბნელდა დღე და შემდგომ განათდა. იმ ეპოქაში დღე სრულდებოდა დაბნელებისას და  რადგან მერე ისევ გათენდა, ალბათ 15 რიცხვიც ამიტომ დაფიქსირდა, თუმცა ამ ინფორმაციის სარწმუნოებაზე თავს ვერ დავდებთ, ეს ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

ებრაელები ნისანის თვით იწყებდნენ რელიგიურ კალენდრს და ის ემთხვეოდა გაზაფხულის ბუნიობას, იულიოსის კალენდრის მარტის ბოლოს, 21 რიცხვს.
ჩვენ, ზემოთ ვივარაუდეთ, რომ ქრისტე დაიბადა ძვ. წ. 7 წლის 27 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიობის (რომელიც ახალი წლის დადგომაც იყო) მეშვიდე დღეს.

ნისანის მეთოთხმეტე დღე იულიუსის კალენდრით 5 აპრილია, რადგან მას შემდეგ, რაც რომაულ კალენდარს დაუმატეს ორი თვე ბოლოში, რომლის თვეებიც 30-31 დღიანი იყო, თითოეულ თვეს მოაკლეს დღეები და გახადეს 29 დღიანი, თებერვალი კი 28 დღიანი. ამიტომ, თუ 21 მარტიდან გადავთვლით თოთხმეტ დღეს, მაშინ 5 აპრილს ყოფილა ნისანის მეთოთხმეტე დღე, ხოლო ქრისტე მკვდრეთით აღდგომა 7 აპრილს.

მაშასადამე, მაცხოვარი დაბადებულა ძვ.წ. 7 წლის 27 მარტს, ჯვარს აცვეს 5 აპრილს და მკვდრეთით აღსდგა 7 აპრილს.  ამასთან,  ვიცით, რომ იგი ოცდაცამეტი წლის ასაკში აღესრულა, ანუ ახ.წ. 27 წელს.

ე.ი. ჩვენი ვარაუდით იესო ქრისტე დაბადებულა ძვ.წ. 7 წლის 27 მარტს, გარდაცვლილა ახ. წ. 27 წლის 5 აპრილს და მკვდრეთით აღმდგარა ახ.წ. 27 წლის 7 აპრილს. თარიღთა ამგვარი დამთხვევა, ანუ განმეორადებლობა ძველ დროში, ითვლებოდა აუცილებელ პირობად ღმერთის რჩეულთათვის.

ამ სავარაუდო დასკვნაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, რომ ახ. წ. 27 წლის 5 აპრილი  იყო თუ არა პარასკევი დღე, რომელიც თავისთავად განსაზღვრავდა 7 აპრილის დღესაც, ანუ კვირას, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, ამის დადგენა ვერ შევძელით. ხოლო, რაც შეეხება იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს, ჩვენ ამის შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ, ისინი თითქმის არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

და ბოლოს: თანამედროვე მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყარო ქრისტეს შობას 7 იანვარს ზეიმობს, რაც ჩვენი მოსაზრებით სრულიად თავსებადია იმ დასკვნასთან, რომელიც ზემოთ წარმოგიდგინეთ.

გრიგორიანული კალენდრით მაცხოვარი დაიბადა ახალი წლის მეშვიდე დღეს, ხოლო ჩვენი გათვლებით კი გაზაფხულის ბუნიობის მეშვიდე დღეს, რაც ასევე ახალი წლის მეშვიდე დღე იყო. იმის გამო, რომ ახალი წლის აღნიშვნა ქრისტეს გარდაცვალების შემდეგ მთელს მაშინდელ ,,ძველ სამყაროში“ პირველ იანვარს დაიწყეს, გაზაფხულის ბუნიობის ახალი წელი გაუქმდა, მაგრამ ეს პროცესი  ზუსტად აისახა ქრისტეს დაბადების გრიგოიგორიანულ კალენდარში.

,,გამეორება ცოდნის დედააო“ - კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დასკვნა; სვეტიცხოვლის ფრესკის მიხედვით, ქრისტე დაიბადა ძვ.წ. 7 წლის 27 მარტს. იგი ერთი წლისა იქნებოდა ძვ.წ. 6 წელს, ორისა ძვ.წ.5 წელს და ა.შ. ძვ.წ. პირველ წელს ექვსი წლისა, ანუ მან ძველი წელთარრიცხვის ათვლით სისტემაში იცხოვრა ექვსი წელი, ხოლო ახალი წელთაღრიცხვის ათვლით სისტემაში მაცხოვარი ჯვარს აცვეს და აღესრულა ოცდაცამეტი წლისა, ანუ ახ. წ. 27 წლის 5 აპრილს, აღსდგა 7 აპრილს. (33წ - 6წ). რომელიც გრიგორიანული კალენდრით  არის ახ. წ. 27 წლის 7 იანვარი და აი, რატომ? ... გაზაფხულის ბუნიობა ყველა ხალხისა და ტომისათვის იყო ერთიდაიგივე თარიღი, ემთხვეოდა 21 მარტს,  ეს თარიღი არ გახლავთ ,,მცურავი“ და ის მუდმივია ამ გაგებით. მაშასადამე, გაზაფხულის ბუნიობის მეშვიდე წელს დაბადებული ქრისტე, ყველა მანამდე მოქმედი კალენდრით, გაგრძელებული თანამედროვით, არის 27 მარტს დაბადებული, ხოლო მკვდრეთით აღმდგარი ახ.წ. 27 წლის 7 აპრილს.

ისედაც, ამ ყველაფერში ერთი საინტერესო დამთხვევაც  არის; ქრისტე დაიბადა ძვ.წ. 7 წლის 27 მარტს და აღსდგა ახ.წ. 27 წლის 7 აპრილს. ხედავთ, როგორი ფარდობითი დამთხვევაა 7-სა და 27  თარიღებს შორის? ... საერთოდ ასეა მიღებული, რომ წმინდანთა გარდაცვალებისა და დაბადების თარიღები ერთმანეთს ემთხვევაო, მაგრამ ქრისტე ღმერთი იყო და არა წმინდანი, ამიტომ გვაქვს ჩვენთვის უფრო საოცარი და იდუმალი შემთხვევა. აღარაფერს ვამბობთ 07 საათსა, 07 წუთსა და 07 წამზე ...


P.S.
სვეტიცხოვლის წრიული ფრესკის გვერდით, მარცხნივ, გამოსახულია სხვადასხვა არსებათა ორი მწკრივი: გველეშაპისა, პეგასისა, ვერძისა, თევზებისა, პატარა დათვისა და ა.შ. თანავარსკვლავედები, რაც იმაზე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ კვლევა ვაწარმოეთ სწორი მიმართულებით.

ვზუალური დაკვირვებით, თანავარსკვლავედთა ორი მწკრივი უნდა მიანიშნებდეს ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროების ცის სურათს, თუმცა ესეც არ გახლავთ ჩვენი კვლევის საგანი.

ახალი წელთაღრიცხვიდან, ქრისტეს დაბადებას სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, 25 დეკემბერი გაჩნდა ახ.წ. მე-3 საუკუნეში ... ეს და სხვა ბევრი რამ, ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ სპეციალურად არ შევეხეთ ამ თარიღებს, ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ.

რაც შეეხება ანტიკური ადამიანების იმ ცოდნას, რომელიც მათ თანავარსკვლავედებთან დაკავშირებით გააჩნდათ, უმეტესი მოვლენა დღის პერიოდში თვალით აბსოლიტურად შეუმჩნეველია, ჩვენ ეს არ გვიკვირს და არც სამეხნიერო წრეებს. მათ იმაზე მეტი იცოდნენ, რაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენს დროში იქნა აღმოჩენილი, ოღონდ საიდან? ... ეს არის კითხვა რომელსაც მხოლოდ ერთი პასუხი აქვს! ... 


                              პატარა საოცრება

მარცხენა და მარჯვენა სურათებზე. ქრისტეს დაბადების თარიღი -7 წლის 27 მარტი, რომელიც შეესაბამება იუდეურის, რომაულისა და იულიუსის კალენდრებით მიღებულ თარიღებს,  რატომ დაემთხვა გრიგორიანული კალენდრით მიღებულ თარიღებს,, ჩვენთვის აუხსნელია. ფაქტია, რომ ეს თარიღები თანამედროვე კალენდარმაც ძველი კალენდრების მსგავსად დაგვიფიქსირა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი პროცესი, მზის მდებარეობა ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედებთან და მთვარისა, ქალწულისა და სასწორის თანავარსკვლავედებთან მიმართებით ახლა მოქმედი კალენდრითაც  მართლაც -7 წლის 27 მარტს მომხდარა. შემდეგ კი აღნიშნული თარიღები იანვრის თვეში გადაუტანიათ და ქრისტეს შობის დღედ ახ.წ. 7 იანვარი დაუდგენიათ, მაგრამ, როგორც გამოიკვეთა, ყველა ეს კალენდარი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ალბათ აითვლებოდა თანამედროვე ტროპიკული კალენდრის მსგავსი კალენდრის მიხედვით, თუმცა უძველეს ადამიანებს ამ ინფორმაციებზე საიდან ჰქონდათ წვდომა ეს უფრო დასაზუსტებელია. ზოგადი განმარტება - ზეციდან! -  არადამაკმაყოფილებელია.

- - - - - - - - - - - - - - - - - -










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები