ავტორი: დეკაბრისტი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 21 ნოემბერი, 2022
სატორუს (ვერ დაწერილი აზრნახევარი)
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მხედავ სატორუ? გადამეხადა ყველა აორტა, მქვია სატურნი. კოსმოსი ვარ, და ძველ ცოდვებს ვტირი, ხვდები სატორუ? კალამს ფასი აქვს, ახლა კატანას, რომლითაც ზუსტად დაიწერება მსუბუქი მძიმე, ატყობ სატორუ? იქ შენმა ერთმა დასმულმა ტირემ გადააქცია ტრაგედიები ყადის სატირად, და უკვე П-ია სამ მთელ თოთხმეტზე ვთანაარსებობთ, სამწერტილია! (დასასმელი) მუსაიფიდან მუსაიფამდე პაუზებია... (გაურკვეველი პრივილეგია) *** ავირიე და. ვგონებ! სატორუ არ გვაწყენდა გასეირნება სანამ სიტყვების ბოლოში დგას ალცჰაიმერი სატორუ სანამ აორტები გადამეკეტა, ხელი ჩამკიდე ვარ მასლოუ, სამარიტელი.