ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2022


== ალებისა ==

(ისევ ომებზე)
სადღაც, - მშვიდი დილა იდგა,
სადღაც, ცეცხლი იჯდა მთაში.
სადღაც, მწიფე  ესხა შინდი,
სადღაც, შიშით კრთოდა ბავშვი.

საზღვრებიდან - საზღვრებამდე
ნაპერწკლების ნიავ-ქარი -
აორთქლებულ, დედის ცრემლებს
ზეცისაკენ მიაქანებს.

მუგუზალში აბიჯებდა
ღმერთი. - ცხედრებს კრეფდა პეშვით,
არ უნდოდა დაჯერება,
არ ეგონა, სიბერეში, -
ავთვალ ალებს თუ ნახავდა,
თუკი, ისევ, ვრცელ მინდვრებში
ბერწი  ცეცხლი დაჯდებოდა-
ბერწი ცეცხლის ქანდარაზე.

სადღაც, თეთრი დილა იდგა...
სადღაც, თეთრი იდგა ბინდიც.
სადღაც, მშვიდი თოვლი იდო.
სადღაც, მწიფედ ესხა შინდი;

ღმერთი ცეცხლში აბიჯებდა;
ღმერთი ცრემლებს კრეფდა პეშვით;
არ უნდოდა დაჯერება. არ ეგონა, სიბერეში...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები