ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2023


ლოდი

გულზე რომ ლოდია-
რა ლოდია?!
ამ ლოდზე ხავსები ამოდიან..
რა ძალამ ზიდა ამოდენა
დარდი.
მიდიან.. უკან არ მოდიან.
ფსიქიკა ახლა “ვან გოგია”.
ტკივილთან /სულო/ ცეროდენა
ჩანდი.
ქარია..
ქარი.
ქარავანი..
სიცოცხლე თითქოს დამავალეს.
გუშინაც. დღესაც დავალაგე
სახლი.
რომელი ლექსის ამაგდარი?!
რომელი ტილოს დამხატავი?!
ფიქრებსაც დარდის არტახებზე
ვახლი.
ფოთლები ისევ ჩამოცვივდა.
დავკარგე წმინდა სამლოცველო.
ნატკენი გულით გავეცალე
საყდრებს.
რა ლამაზია ფოთოლცვენა.
რა ულამაზოდ ვილოცე და..
ეს დარდი იქნებ, შელოცვებით
დაჭკნეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები