ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2022


* * *

თეთრი მზე რომ ინთება
ცა ღმერთივით ფითრდება
მომიტანეს სიზმრებმა
თეთრი იასამანი.
გული სუფთა თუ არის
შენ სამყაროს სტუმარი
მოგბეზრდება სულ მალე
მდუმარება სამარის
ქარიშხლით აივსები
ქარიშხლიან სივრცეში
ღმერთო, თუკი მისმენდი
ასე რატომ დუმდი
მე რომ შენთან მოვედი
მე რომ ასე მოგენდე
რატომ ჩამომაშორე
წეროების გუნდებს.
მეც რომ ფრენა მინდოდა
გადაფრენა მინდორზე
და დარჩენა იმ დრომდე
ვიდრე სულში თოვდა
ზურგზე ვალი ამკიდე
ყურძენი და აკიდო
სისხლში სისხლი აკივლდა
ლამისაა მოვკვდე
პირს მიწისკენ ვიბრუნებ
სამყაროა დიდ გულზე
ნეტავ როდის მიმტყუნებს
ბედისწერის ჩარხი.
ლექსებს დავწერ აწ ისევ
ცა თბილ წვეთებს აწვიმებს
მთვარემ ღამე დაწინდა
ქარი ჭადრებს არხევს.
სულშიც ჩადგა ქარ-თოვლი,
სიტყვავ, როგორ მართობდი,
ხასიათით ვზამთრობდი,
ავსებული თოვლით.
ვისაც ასე ველოდით,
მთებამდე და მდელომდე,
თმათეთრ საქართველომდე
უსათუოდ მოვლენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები