ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2022


შესაბამისად...

შეუსაბამოდ ახლოს,
შეუსაბამო ჟამს,
შესაბამისად ვწუხვარ,
გულის წუხილი მჭამს.
თუ არ დაჰკარი ურდულს,
არ გაგიღებენ კარს,
თუ არ იბრძოლე სხვისთვის,
შენც გაგატანენ ქარს.
მიგაბარებენ მალე,
შეკოწიწებულ ყუთს,
ქალო, შენივე ჩადრით
მოგიჭიმავენ ყულფს.
შესაბამისად ახლოს,
შეუსაბამო ჟამს,
კაცს ეჭვის ჭია ჯაბნის,
მომენტს ელის და მკლავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები