ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პროზა
20 ნოემბერი, 2022


დედაშვილობა

დედა! - წამოიძახა უცებ თამარმა...

რა მოხდა შვილო?

დედა, გთხოვ: ჩამეხუტე...

ჩემო ძვირფასო, ჩემო ანგელოზო... დედამ შვილი მკერდში ჩაიხუტა.

მიყვარხარ, დედა!

მეც მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო...

დედა, თუ რამე გაწყენინე, გთხოვ: მაპატიე, მთელი გულით გთხოვ პატიებას...

თამარ, შვილო, შენ მე რა უნდა მაწყენინო? შენზე ნაწყენიც რომ ვიყო, ჩემი შვილი ხარ და განა შეიძლება დედამ შვილს არ აპატიოს?! პატიების უნარი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.

შენ კარგი შვილი ხარ თამარ, შველივით და შვლის ნუკრივით ნაზი, ალერსიანი. არ მინდა შენს თვალებზე ცრემლებს ვხედავდე.

არც მე მინდა დედა თვალცრემლიანს გხედავდე...

თამარ, ჩემო ანგელოზო, დედამ შვილს ცრემლიანი თვალები კოცნით ამოუშრო...

მიყვარხარ, დედა! კარგია რომ არსებობ...

თამარ, ჩემო შვილო, ჩემო თვალისჩინო, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, არ დამივიწყო, მომაკითხე ხოლმე საფლავზე. მე იქ ვიგრძნობ...

დედა! მაგას ნუ ამბობ, შენ დიდხანს იცოცხლებ...

არავინ იცის შვილო ვინ რამდენხანს იცოცხლებს... გთხოვ: ჩემი სიტყვები არ დაივიწყო. მომეცი პირობა რომ თხოვნას შემისრულებ.

გპირდები, დედა...

გმადლობ, შვილო... უფლის საჩუქარი ხარ!


ოთარ რურუა

2022

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები