ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2022


●●●(ძახილის ნიშანი)

გაგება რაა?
ატროფირებულ შეგრძნებათა სანდო პატრონო,
უნდა დამტოვო,
თუ ვერა მგრძნობ,
უნდა დამტოვო.

მე არ ვარ მგელი,
რომ ყოველი ლუკმა
დაგიღეჭო და ისე გაჭამო...
არც შენ ხარ ლეკვი...
და სიტყვას გაძლევ,
ჩემი  დაღეჭილის გარეშეც გაძლებ.

არწივებს ენდე,
სათავისოდ გკვებონ ეგება,
ნისკარტიც წაგკრან -
მექანიკური გასწავლონ ფრენა
და დაგანათლონ,
რაც არ გესმის
და არც გაგეგება.

ვეჭვობ რომ ნახო,
სიბნელე როგორ იფანტება,
ანუ თენდება.
ნუ დამიჯერებ,
თუ არ გინდა,
მაგრამ...
მენდე რა?! -

არ ისწავლება ინსტიქტი,
ის ან გაქვს, ან არ...
და მცდელობებით გაწყვეტილი
შენი ილაჯი,
ადრე თუ გვიან,
მიგახვედრებს რაა  მირაჟი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები