ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენატო
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2022


* * *

ყველაფერმა გვერდი ამიარა
ცხოვრებას ფეხი აერია
და ჩამოიქცა წამიერად
როგორი ბლანტი ჰაერია

შენ დარჩი ჩემგან მოშორებით
მე კი გიჟსა და ბურუსიანს
ალყაში მიქცევს მონღოლების
ურდო და შენი ვირუსია

რომ ვერ ვუპოვნე ანტიდოტი
და ძვლებში მამტვრევს რახანია
სიცოცხლე  შავი ანეგდოტი
სიკვდილი დროის ხარხარია

და მზე რომელიც არამოდის
რჩება ჩემში და მიხარია
როგორმე გავძლებ საღამომდე
ჩემი სიზმრებიც იქარიან

იქნებ ერთხელაც დამესიზმრო
მე კი ბედნიერს სიზმარიანს
გადამეკარგოს ამეთვისტო
დავრჩე იქ სადაც სიზმარია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები