ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წყალქვეშა მეხანძრე
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2022


სინათლის ჩრდილქვეშ

შენ ამბობ,
სიკვდილი ღირს იმად, რომ იცოცხლო.
და ჩემთვის მაინც
ნახევრად სავსე ჭიქა
სამყაროცარიელია.

შენ ანათებ.
მე ვეძებ ბედნიერებას
და თითს სინათლისკენ ვიშვერ.
შენ მიჩურჩულებ,
ბედნიერება აწმყოობაა,
რომ სინათლის წყაროდან მოსული სხივი, ეს - წარსულია
და ერთადერთი, რაც შეგაზავებს აქმყოფობაში
ესაა ის, რომ თავად იქცე სინათლის წყაროდ.

შენ გულით გიყვარს
ყოველი ნაკვესი ბნელში
და ყოველი ჩრდილი ვეება მზისქვეშ,
სწორედ ამიტომ შენში შემოდიან ღმერთის ატომები,
შეხებ-შეხებით,
თმაზე თამაშით
გინდა, რომ მათით დამმუხტო, თუმცა
უსასრულობა რაც უნდა დაჰყო მაინც გაცდება სამყაროს ფარგლებს. . .

ვხედავ, შენ დგახარ
სინათლის ჩრდილქვეშ,
განღმთობის ბილიკზე,
მე კი აქ ვრჩები,
მომავლით ნაგებ აწმყოობას ვეამაყები,
არ მინდა იცოდე,
მაგრამ ალბათ ისედაც იცი,
რომ ვარ სამყაროს შემოქმედის
მეუსასრულედი,
რადგან უბრალოდ არ შემწევს ძალა
სხვაც შევიყვარო,
ამ სამყაროზე შენს გარდა კიდევ მიყვარდეს ვინმე. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები