ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2022


სიმართლე

ღამეა, დაყრილი ფოთლები,
დუმილი აგდია ქვასავით.
მიყვარს სიცოცხლით რომ ვთვრები,
დამოკიდებულებანასვამი...

ჭორები დადიან შორი - შორს,
მე ყველა გამვლელის სახე ვარ.
ამაყი ვდგავარ და ვიშორებ
საკუთარ " მე " ების ნახევარს.

თოთქოს და სამოთხე თეთრია,
სდუმან უმომავლო ქნარები
სიკვდილი კვლავ გადამკვეთია
სიცოცხლის მუდმივი მთქნარების.

სამ - ოთხ ღერ სიყვარულს ვეწევი,
ვეწევი წუთებს და ვსაათობ.
სიკვდილს შენ იმდენჯერ ეწვევი,
რამდენსაც ტუჩებზე დაათოვ....

სიცოცხლეს; ლოცვებს და კოშმარებს,
ცა თოკზე კვლავ კისერს მოჭიმავს.
სიმართლე ოდესღაც მოშალეს,
ბავშვის საყვარელი თოჯინა.

ჭორებად მოგრივილ გაზეთებს...
კარებთან გიგროვებ უფალო.
საფრენად ფრთები არ გავზეთე,
რადგანაც მწყემსი ვარ უფარო.

ჩემს ფეხზე კოსმოსი ვიბრირებს,
პლანეტა მაჯებით მიჭირავს.
გიჟებს და ქაჯებსაც ვიბირებ;
უბრალოდ თავხედი ბიჭი ვარ!

სიმართლე - ღებულობს; АЦЦ - ს,
მოჰყვება ჩემს ფეხმრუდ ქარავანს
და თვალებს შიშნარევს აცეცებს,
რომ  ხვდება, არავინ არა ვარ.

" სიმართლე საბანს ჰგავს, ფეხს ჭიმავს,
არ გწდება ყოველთვის, ღრიალებ! "
ტალღების ნასროლი კენჭი ვარ,
რომელიც ქვებიდან იარებს

და სითბოს წყალივით მოგიტანს,
იარე, სანამდი ძალა გაქვს!
დავტოვებ ცარიელ ლოგინთან,
შეშლილი ფიქრების ბალაგანს.

მეც ვტყუი ჩემს თავთან შენსავით,
სიმართლე კვლავ იღებს რასაც სურს.
ვერასდროს გაიგებ შესავლით
სიცოცხლის უხილავ დასასრულს.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები