ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირი ბობოხიძე
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2022


****

აქ პოეზიის საყდარია,
მკვდარი პოეტები აქ არიან,
მოკლული პოეტებიც აქ არიან,
არიან, არიან აქ...
აქ პოეტიკის ხანძარია,
მიწაა, ცივი და ღადარია,
აბრა შვიდ ასო გადანაყარია
შესასვლელს შემორჩა "საქ"

სად არის გოროზი პოეტიკა,
მეფეთა სავანის სადარი,
დროებს რომ მუხლი მოედრიკა
ეპოქებს მოელოცათ საყდარი,

რაც იყო თუ იავარქმნილია,
ვინც იყო მკვდარია თუ ყველა,
ვინც დარჩა საგიჟის გზავნილია,
სულებიც ჭლექისგან ახველებს.

ქვეყანა, მიწაა, ქალაქია,
მარხავენ ხმა-ხაო ხმებიანს,
ეპოქა - ძირძველი დალაქია,
პოეტი - მიწა წყლის თმებია...

და მაინც ამბობენ - სიმშვიდეა,
ქუჩიან-მიწიან-ოდიან,
მარხავენ, ჩუქნიან ორქიდეას,
ტირიან, ტოვებენ, მოდიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები