ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2022


გულიც უმღერის სიყვარულს

არც ტარიელი გახლავართ,
არც ფრიდონ, არც ავთანდილი,
ქართველმა ქალმა გამზარდა,
დავლოცოთ მისი მანდილი.

შოთას წიგნი მაქვს საკვეხნად,
დედამ აკვანი მირწია,
ჩემი სანთლები ამქვეყნად
სიყვარულისთვის იწვიან.

გულიც უმღერის სიყვარულს,
გული - მოწყალე, ალალი,
ისე მიზიდავს ეს გრძნობა,
როგორც ლამაზის დალალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები