ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2022


●●●(ტოლობა)

როგორც ყოველთვის,
სახლიდან სამსახურის გზაზე
ფეისბუქს ვსქროლავ.
პოსტი შემომხვდა სიყვარულზე.
"რა არის იგი?"
სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ,
ვერ ეყვარები ვინმეს.
და როცა შევიყვარე
კაცები ბუზებივით დამეხვივნენ
- დედააზრი იყო ასეთი.
ნეტავ რად უნდა გარშემო ამდენი ბუზი ?
- მიკვირს.
ვისაც ტოვებენ,
ის საკმარისად კარგი არ არის -
ამ აზრს კი
ბოლომდე ვეთანხმებოდი,
მაგრამ,
როგორც კი საკუთარ თავზე გადმოვიტანე,
მივხვდი ვცდებოდი.

როცა ჩემი გული დაცარიელდა საშინელი შეიქმნა ყოფა.
არაფრსთვის არაფრის კეთებას ვხედავდი მხოლოდ,
ანუ რუტინას, -
სხეულის საარსებო განწირულობას.
სწორედ ამიტომ,
როცა ქოზეფას მამათა მონასტერში მოვხვდი,
ერთადერთი რაც სანთლის დანთებისას ჩემთვის ვითხოვე
იყო სიყვარული ,
მაგრამ მაშინ ვერ დავაკონკრეტე,
როგორი სიყვარული მსურდა.
მეც გამიკვირდა,
სამყარომ რომ არ წამიყრუა და მომცა,
თანაც ორმაგი.

ვუყვარდი მას და
არ მიმალავდა,
საკუთარ სურვილს მიმჟავნებდა:
- ლამის შენი საცხოვრისის
სხვენზე დავსახლდე,
რომ ახლოს ვიყო,
მუდამ გხედავდე.
მე მეცინებოდა,
ფიქრში ვიგდებდი,
კარლსონაც კი შევარქვი ჩემთვის,
მაგრამ პატივისცემით
ყოველთვის ვეპყრობოდი, 
თუმცა,
მუდამ ვიგერიებდი როგორც შემეძლო
და თავიდანვე ვაფრთხილებდი,
არ გინდა, შეგიყვარდები-მეთქი.

კი, ვიწუნებდი,
თან მეცოდებოდა.
მასში საკუთარ თავს ვხედავდი რადგან.
აკი ვთქვი,
სამყარომ არ დაინანა,
სიყვარული ორმაგი მომცა.
მეც შემიყვარდა სხვა,
რომელიც ალბათ ანალოგიურად დამცინოდა,
თან ვეცოდებოდი.

ამ ფიქრებში ვიყავი,
ჩემი ჩასვლის დრო ახლოვდებოდა,
როცა ვაგონში ვიგრძენი
მზერა,
სამყარომ პასუხი არ დააყოვნა,
მის თვალებს შევეჩეხე,
ვინც მე მიყვარდა.
დასუსტებულიყო,
წვერგაპარსული და მოვლილი იყო.
მესიამოვნა,
თუმცა მე მის აკურატულობას,
სილამაზეს
და სიძლიერეს არ დავეძებდი,
მე მხოლოდ მსურდა რომ ვყვარებოდი,
განხვავებით ჩემზე შეყვარებულისაგან,
რომელსაც სხვა სიახლოვეც სურდა.

განა არ შემეძლო მივსულიყავი და მივსალმებოდი?
მაგრამ  არ გავაკეთე ეს,
შემებრალა,
საკუთარ სისუსტესთან მარტო დავტოვე.
იტყვის მავანი,
ვის რად უნდა ამის ამბავი,
რას გვიყვება?
თქვენ არაფერს.
რამდენი უშედეგო მცდელობა ახასიათებს ადამიანს,
რამდენი ფუჭი სიტყვა.
აბა, თქვენ რას ცვლით,
როცა ამბობთ:
როგორ აცივდა...
როგორ ცხელა...
რა საშინელი ამინდია?!
მეც თქვენსავით -
მხოლოდ სამყაროს ვესაუბრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები