ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარკოზ ხვამლელი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2022


შემოდგომის გაცილება

რაინდ ზამთარს შემოდგომა გზად გადაჰყავს,
მიაცილებს
ხანდაზმულს
და
ხნიერს,
ტანთ ახურავს
თეთრ ახალუხს, ახალთახალს,
და
ჰპირდება
სიბერეს
ბედნიერს.

შემოდგომა კი უწონებს აღზრდას  რაინდს,
გული
უჩუყს
თავმომწონეს
თავად!
ცრემლს ცრუდ მალავს, მხნე მოხუცი, თუმცა მაინც
ეთხოვება,
როგორც
შვენის
თავადს!

© მარკოზ ხვამლელი
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები