ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2022


●●●( 38°5` )

დაუფიქრებლად არ მოვქცეულვარ არასდროს,
მაგრამ,
საზოგადო კონტრუქციას
მორგებული ფიქრი რა არის?
ჩემია განა?
მინდა იგივე შაბლონები?
მართლა მინდა,
თუ მოცემულობას ავყოლილვარ?

ყველა ამბავში ისე ამოვყავი თავი,
ვით ჩასახვისას,
ინსტიქტურად,
მაგრამ სულ მახლდა შინაგანი ხმა -
ყოველი,
სხეულისთვის მნიშვნელოვანი ამბის მერე გამამხნევებელი:
აი, ქალი ხარ...
აი, დედა ხარ უკვე...
ეს შენი კი არა,
შენი სხეულის ამბებია.
შეეგუე,
აქ სხეულების სიყვარული იციან მხოლოდ.
მოემზადე,
სხეულმა ჭკნობა იცის,
ჭკნობამ არსიყვარული.
სამყარო,
ენერგია,
თუ ღმერთი
ან მეხმარებოდა მუდამ,
ან ხელს მიშლიდა საჩემოდ.

ვის არ უფრენია სიზმრად?!
მეც დავფრინავდი
და პარალელურად
მათ ახსნას ვსწავლობდი.
აი, მე და ჩემი სიზმარი:
ვერ მწვდებიან ადამიანები,
ხელებს ატატებენ,
ხტიან,
დაჭერას ლამობენ,
მაგრამ ვერც მეხებიან.
არაა ცუდი სიზმარი,
სამწუხარო მხოლოდ ის არის,
რომ იმაზე მაღლა ვერ ავფრინდი,
ვიდრე  დამეცვა თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები