| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2022 |
აქ შემოდგომა მალე მოდის, ტყე იცვლის ფერებს, და მონაბერი ჩქარი ქარით, წარმოსთქვავს ბგერებს.
აქ შემოდგომა მალე მოდის, არ აცდის ზაფხულს, რომ თვე თავისი დაასრულოს სილაღით გართულს.
აქ შემოდგომა მალე მოდის, ყვითელ ფერებით, გადაუფერავს, ხეთა მწვანე ფოთლის მშვენებით.
აქ შემოდგომა მალე მოდის, წაიღებს სითბოს, განებივრებულს ამ ზაფხულში ზამთრისკენ იხმობს.
აქ შემოდგომა მალე მოდის, და მალეც წავა, მოვა ზამთარი ადრეული მზეც ჩქარა ჩავა.
ყველა სეზონი მალე მოდის, გზა აბნეული, რადგან ბუნება გახდა თითქოს გადარეული.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|