ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დეკაბრისტი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2022


"This person is unavailable on Messenger"

ქალაქი. ფოთოლცვენის ბოლო რეპეტიცია შემოდგომის პრემიერამდე.
- ლოკოკინა-თქო; - დავუძახე უნებლიედ. ეწყინა. - კულულების გამო; - ჩავიბურდღუნე გამოსასწორებლად...
რა ლამაზი ღიმილი ჰქონიათ ლოკოკინებს. შენც კაი ლოკოკინა ხარ, კულულებით არა, ზანტი ხარ მასავითო.
ორკესტრული დღეები - წვიმის გადაუღებელი სიმფონია დაიწყო, ქალაქმა რომ იცის ხოლმე.
მიმოწერა.
ტელეფონის ეკრანის ციმციმზე  ჩემი თვალებიც ციმციმებდა. მისიც. ალბათ...
ლოკოკინაც - საერთო წყენა, მეტამორფოზით  გადაიქცა ჩატის "ემოჯად" - როგორც საერთო ნიშა.
მაწყობდა...
არ ვიცოდი რა მიმეწერა (ხშირად), ლოკოკინას ვაგზავნიდი თავისით გამოიქცა შენთან-თქო. საპასუხო ლოკოკინაც ზანტად, იმედივით მოლაზლაზნებდა ჩატში.
ქალაქს პაროდიაც უყვარდა.
ჭყაპი ასრულებდა თოვლის პაროდიას (რომ ვერ მოიხიბლებოდი ისე).
გამიბრაზდა.
ფიქრი ჩამომიწვა ზაფხულის „ამაკორდამდე“.
თ ვ ე ე ბ ი .
ლოკოკინა გავუგზავნე....
მთელი საღამო დალაზლაზნებდნენ  ჩატში თავხედი ლოკოკინები ჩვენდაუკითხავად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები