| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 8 დეკემბერი, 2022 |
- მარსამდე უფასო ბილეთის გათამაშება? - ჰაკერულად ჩაიტვირთა შენთან! რა მექნა, დედაშენს თავი ვერ მოვაწონე - ნინის გვერდით არ გნახო, თორემ მიწაზე არ დაგედგომებაო! - ასტეროიდის ამბავი? - მოვიგონე... მერე ვირუსულად გავრცელდა - მსოფლიოს უყვარს სენსაციები! - შეშინდა, უცებ დამეთანხმა გაშვებაზე, ისიც თავს დაგანებებსო! - რამე არ უეჭვია?! - არა, არც მე ვიცოდი, SpaceX -ში თუ მუშაობდი?! - აბა რა ეგონა?! - დედამიწა რომ მოგვენატროს, დაბრუნებას შევძლებთ? - კი, ოღონდ ერთი წლის მერე, ახალი ექსპედიცია რომ მოვა! - მანამდე დედაც შემირიგდება, მარსელო უკვე ორის იქნება... მგონი იღვიძებს... * * * - ... ნახე, ახალი გუნდი! - მარსელო, ნუ დარბიხარ, გაოფლიანდები! გიგა, რა გჭირს, ფერი დაკარგე! - ასტეროიდი! - რა?! უი, ნახე მარსელო, ბებია გვესტუმრა! ცაზე კი დედამიწა ისე ბრწყინავდა, როგორც მარსი დედამიწიდან დანახული...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ასტერიოდი დაეცათ ? :))
მე ამოვიცნობდი ამ ტექსტში ლევან ლორიას :)
ასტერიოდი დაეცათ ? :))
მე ამოვიცნობდი ამ ტექსტში ლევან ლორიას :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|