ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2022


საკონკურსო ლექსი

მახსოვს რომ ადრე ლექსებს ვწერდი, ხშირად მინდოდა,
ხშირად მითრევდა, ჩავყოლილვარ ჩემი ნებითაც,
ახლა კი მშვიდი ცხოვრება მაქვს, უამინდო და

ცივი დღეები აღარ მიყვარს. ცემინებითაც
არ ვაცემინებ მზის სხივებზე. გასაკვირია,
ცოლი შემიჩნდა, ამ კონკურსს ნუ გამორჩები და

ლექსი დაწერე. მე არ ვიცი რასაც ყვირიან
ჩემი შვილები, ეს ყვირილი როგორ ვუქციო
ლექსად. ტკივილის და ცრემლების გასაჭირია.

ვერ ვუერთდები პოეტების ამ აუქციონს,
ცოლი კი ისევ მავიწროვებს: „მალე, დაწერე!“
და ვერ ვიპოვე გზა ისეთი რომ ავუქციო

გვერდი ცოლს - სურვილს, სურვილების ბოლო საზვერეს.
და დიდი ჭიქით ყავას ვიდგამ და ამ ღამითაც
თუ გავათენე უშედეგოდ, რომ დამაზელენ

წიხლს სამსახურში, უმუშევარს შინ ვინ ამიტანს?!
არადა ლექსიც საქმე არის, მთელი ერთი თვის
ხელფასს უდრიდეს შეიძლება, სამი გრამი და

ნაოჭიანი ტვინი უნდა ლექსი - ვერდიქტი
რომ დაეწროს. თუ საბჭოთა ბინძურ სისტემას
უწერდნენ ლექსებს რა მოხდება ჩემი გვერდითი

ეს ერთი ლექსი (თუ ათასჯერ აფერისტებმა
და პოეტებმა იხეირეს) მეც რომ გავბედო,
ცუდი ლექსების სტატისტიკა არ გაიზრდება,

ნამდვილად ვიცი. არ მსურს ვინმე რომ დავაფეთო,
თუმცა მიმიჩნევს ჩემი ცოლი საუკეთესოდ.
ლექსში არ ჩავყრი ვარსკვლავებს და არ ჩავაფენ თოვლს,

გასაფორმებლად მირჩევნია რითმა მეთესოს,
მთავარია რომ ჩემი ცოლის სურვილს ვასრულებ
მისი გულისთვის გავავსებდი თოვლით ერთ ეზოს

(ამ ეზოს გარდა). ცოლებს ვუძღვნი, თავზე გასულებს
ლექსს შესანიშნავს, თითქმის შედევრს, სიბრძნის კიდობანს,
რომლის დაწყებაც არ მინდოდა და დავასრულე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები