ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2022


* * *

მთაწმინდის პარკში ჩამწკრივებულ ფოტოჯიხურებს
შეყვარებული წყვილივით რომ ვსტუმრობდით, მაშინ
რარიგ მიყვარდი. მახსოვს გრძელი, წითელი კაშნე.
ბამბის ნაყინი. ნოემბერი, დიდხანს გიყურე,
როგორ გათეთრდა შაქრის პუდრით შენი ტუჩები.
შენი ტუჩები ბამბისაგან როგორ გატკბილდა.
ცაც რა უტიფრად შეემზადა იმ დროს საწვიმრად.
ვფიქრობდი: იყოს, დავსველდეთ, ნუ შევიყუჟებით...
მაინც ბავშვურად მოახერხე ტუჩების მოსვრა.
გაწვიმდა. შენი ტუჩებიდან ვიგრძენი ბამბის
ნაყინის გემო. მერე გვიან დავეშვით დაბლა.
დავტოვეთ პარკი. ჯიხურები. მთაწმინდა. კოცნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები