ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2023


უსათაურო (ეტიუდი)

ბურუსით დატყვევებული ღამეა...
ირგვლივ სიჩუმეა.
ნაზი სიო ვერც კი ბედავს, რომ ხელჰყოს ის მდუმარება რომელიც ირგვლივ ტრიალებს შეუჩერებლად.
ბინას შეხედო, ვერცერთ ნათელ ოთახს დაინახავ... ცაში აიხედავ იმის იმედით რომ დაგხვდება მთვარე, მაგრამ მასაც სძინავს, როგორც სხვებს.
დაღონებული დაიწყებ ირგვლივ ცქერას, ცდილობ იპოვნო სინათლე, რომელიც იმედს შეგძენს, მაგრამ ერთ ლამპიონსაც ვერ მოჰკრავ თვალს, ისევ ცას მიაპყრობ თვალებს, იმის იმედით რომ დაინახავ ვარსკვლავებს რომელიც ალამაზებს ძილმორეულ სამყაროს, მაგრამ ამაოდ...
ხედავ ღრუბელს, უზარმაზარს, შავს, უიმედობის დედას, შენ კი არ ჩერდები განაგძობ ძებნას. დადიხარ და ფიქრობ: "ვიპოვი სინათლეს?!" უკვე ძალა გამოლეულს ფეხები არ გემორჩილება, დაეცემი ფაფუკ მინდორზე და შენი თვალები ცას შესციცინებ, ისევ ფიქრობ:
"ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?!"
ღრუბელი იფანტება და ნათელი ეფინება არე-მარეს. თენდება...
იწყება ხმაური... სამზარეულოში ფუსფუსი... ქუჩის ძაღლების შეძახილები...
შენ კიდევ იღიმი და ამბობ: ჯერ არ დამთავრებულა, ჯერ კიდევ დიდი დროა იმისთვის, რომ სინათლის მშვენიერებით დატკბე!

დაჩი გახოკიძე
(ჩემი შვილია, ეგ)
26.11.2022 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები