* * * On this Day I Complete my Thirty-Sixth Year George Byron
მეც შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი, მაგრამ ამ თარიღს თან არაფერი ახლავს, არც მოლოცვები, არც სიხარული მწველი, მარტოსულობა ტკბილი ოჯახის ნაცვლად.
მხოლოდ გაქცევა, უმისამართო გზები, ავტობუსები, აეროპორტი, კუპე, პირველ სიყვარულს, ახალგაზრდობას, გზნებას - აღარ ირეკლავს თხრილში ჩამდგარი გუბე.
ჩემი სამშობლოც, თითქოს არასდროს ვყავდი, აღარ მეძახის, ალბათ ვჭირდები აღარ, მიზიდულობის ძალას გასვლია ყავლი, უცხო ქვეყანას გერი შვილივით ვყავარ.
აქ ისე ვფასობ, ვით კოსმოსური მტვერი, ორიენტიდან გადმოხვეწილი სკვითი, მრავალწერტილი, უკუწილადი, ტირე, ჩამოწერილი, გადაგდებული ნივთი.
ნაოცნებარი ნანემსარივით მეწვის, ხელშესახებ სულს ნათითურები რჩება, როგორც თვალიდან ამოღებული ბეწვი, ჩემთვის არავის ენანებოდა რჩევა.
ყველამ გამტოპა, ყველამ დატოვა კვალი, დაუნანებლად მინაწილებდნენ ჭკუას, რა მსუბუქია კეთილმოსურნის ვალი, კეთილმოსურნე კეთილმოსურნე თუა.
და თუკი ვინმეს გავუნაწილე პური, არც უფიქრია წყალი მოეცა ჩემთვის, ჰოდა, აივსო პატივისცემის სურა, გადმოიღვარა გულმოწყალების ზეთი.
ფეხარეული იდეალების მარში, ვეღარ მოვასწრებ ჩემი ცხოვრების რომანს, სასოწარკვეთა ამომდგომია მხარში, რა მაგარია ზოგადად გვერდში დგომა.
მოჩვენებითად ნაყოფიერი ლეღვი ვდგავარ და ველი სიცხით გათანგულ ყარიბს და უნაყოფოს ვიდრე დამწყევლის, ვეტყვი: ამდენი წელი ჩრდილს გინახავდი, რაბი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა კარგია. "და უნაყოფოს ვიდრე დამწყევლის, ვეტყვი: ამდენი წელი ჩრდილს გინახავდი, რაბი." - ამ წყევლაზე ხშირად მიფიქრია და ეს ფრაზა სამუდამოდ დამამახსოვრდება რა კარგია. "და უნაყოფოს ვიდრე დამწყევლის, ვეტყვი: ამდენი წელი ჩრდილს გინახავდი, რაბი." - ამ წყევლაზე ხშირად მიფიქრია და ეს ფრაზა სამუდამოდ დამამახსოვრდება
7. მომავალ დაბადების დღეს არამარტოსული გვეწვიე :) 5 მომავალ დაბადების დღეს არამარტოსული გვეწვიე :) 5
6. დიდი მადლობა, მეგობრებო! გულითადი მოკითხვები! რა დაგიმალოთ და მეც მომწონს ეს ლექსი. გამოუვიდა ავტორს, მით უმეტეს, რომ წელიწადში ერთ ან ორ ლექსს წერს საშუალოდ. :) არა-და ლიტერატურასაც ვარჯიში ჭირდება. დიდი მადლობა, მეგობრებო! გულითადი მოკითხვები! რა დაგიმალოთ და მეც მომწონს ეს ლექსი. გამოუვიდა ავტორს, მით უმეტეს, რომ წელიწადში ერთ ან ორ ლექსს წერს საშუალოდ. :) არა-და ლიტერატურასაც ვარჯიში ჭირდება.
5. ამ ფრაზებს შორის კიდევ უფრო მეტი ჩანს ვიდრე კითხვისას ხედავ. ❤️ ოქროს გული ხარ შენ ამ ფრაზებს შორის კიდევ უფრო მეტი ჩანს ვიდრე კითხვისას ხედავ. ❤️ ოქროს გული ხარ შენ
4. ჩემი უმაღლესი შეფასება! ჩემი უმაღლესი შეფასება!
3. რა კარგია! რა კარგია! რომ შემეძლოს 10 ქულას მივცემდი. ფრიადი+
რა კარგია! რა კარგია! რომ შემეძლოს 10 ქულას მივცემდი. ფრიადი+
2. ძალიან კარგია!
❤️ ძალიან კარგია!
❤️
1. არ გაქვს უფლება გადაიკარგო, კეთილმოსურნე ფარისეველთა ჯიბრზე! გზა გააგრძელე! უარყოფა, ღალატი, მეგობრის მწარე წიხლი... ბედნიერი დღეები თითზე ჩამოსათვლელი მქონია. ლექსს რომ 5, „მგონი“ არავისთვის იქნება გასაკვირი. არ გაქვს უფლება გადაიკარგო, კეთილმოსურნე ფარისეველთა ჯიბრზე! გზა გააგრძელე! უარყოფა, ღალატი, მეგობრის მწარე წიხლი... ბედნიერი დღეები თითზე ჩამოსათვლელი მქონია. ლექსს რომ 5, „მგონი“ არავისთვის იქნება გასაკვირი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|