ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2022


ჩანთა

„ტკივილებისთვის“ სხვა „ჩანთა“ მაქვს,
თან არ ვატარებ,
დიდი ხანია დამიმძიმდა, ვეღარ ვერევი...
არადა მახსოვს, რომ ეს „ჩანთაც“ იყო პატარა,
თავისი წილი „ხალისით“ და „ბედნიერებით“.
მე არასოდეს გამოვდივარ სახლიდან „ჩანთით“,
ან იშვიათად, გააჩნია ამინდის პროგნოზს,
„ჩანთის“ ფსკერიდან უდარდელი ბავშვობა ჩანდეს,
არაფერს ვიტყვი. თანახმა ვარ. გარეთ თუ მოთოვს.
ყველას, ჩვენ ჩვენი „ჩანთები“ გვაქვს. პატარა. დიდი.
დგანან ქალები ჩაბნელებულ გლდანის ხიდებთან...
დგანან ჩანთებით. უჩანთებოდ. მეც ვდგავარ. ვყიდით
ისინი სხეულს. მე-„ტკივილებს“. არ გვეყიდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები