 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2023 |
● (ბოლო) შემოფარფატდა მღვდელი მეტროში, კალთის, თმისა და წვერის ფრიალით. შემოიტანა ვაგონში ტანი, მძიმე ჯვარი და, საკუთრივ თავი ... და იქადაგა, იქვე, იმისთვის, ვისაც ჭეჭყვაში შეახო თვალი, შეახო ცხვირი, შეახო ტანი. მსმენელს ეკალი დაუცხრა კანზე, კბილსუკან სწრაფად დამალა ენა, გამოშვებული ჩაკეცა ბრჭყალი. რადგან, "ჯიპი"_დან კი არ დამოძღვრა, რადგან, ზემოდან კი არ დახედა...
მეტროში ძლივის შემოჭედილმა, გაოცებული დატოვა ქალი.
●(პირველი) როგორ განწყობასაც შევიქმნით ისეთი იქნება დღე, თვე და წელი... ირონიაა, რომ ახალი წლის ამ პირველ დილას, ფეისბუქქალაქს დამხვდა "ჩელენჯი" - "შეჯამება - გასული წელი". რამაც, გადაალაგა გრძნობაც, განწყობაც. შარშან დამტოვე, მაგრამ დამტოვე ისეთი სიტყვით, რომ შემრცხვენოდა. წელს სამწუხაროდ უცხონი გავხდით, მხოლოდ ამიტომ ვერ გიხდი ბოდიშს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ტინნე, გმადლობთ რომ მესტუმრეთ. :-* ტინნე, გმადლობთ რომ მესტუმრეთ. :-*
2. ჩემთან მეტისმეტად ახლოს მოვიდა :* ჩემთან მეტისმეტად ახლოს მოვიდა :*
1. ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ
"რადგან, "ჯიპი"_დან კი არ დამოძღვრა, რადგან, ზემოდან კი არ დახედა..."
ჰო, ასეთებიც არიან კარგია ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ
"რადგან, "ჯიპი"_დან კი არ დამოძღვრა, რადგან, ზემოდან კი არ დახედა..."
ჰო, ასეთებიც არიან კარგია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|