ახალი წელი (ოთახი მორთულია საახალწლოდ. დგას ნაძვის ხე. შემოდის ორთავიანი დევი, იყურება იქეთ-აქეთ)
პირველი თავი - დღეს ახალი წელია ჩვენ კი არსად გველიან, ყველა ისე გაგვირბის, ვიყოთ მათი მტერია. ნეტა ვის რას ვუშავებთ? ასე რატო გაგვრიყეს? მოდი, ეს საქციელი დავანანოთ ამ ბრიყვებს. მეორე თავი - გაჩე, ნუღარ ბურდღუნებ, გვეყო ცუდის კეთება, კეთილებად ვიქცევით? შეგვიყვარონ იქნება. მოდი, ნურვის შევუჭამთ შემონახულ მარაგებს, პირველი თავი - როცა მშია, იცოდე მე არავინ მადარდებს. მეორე თავი - მხოლოდ თავზე რომ ფიქრობ, ყველას აფრთხობ, აშინებ, ზეიმიდან მიტომაც, გაგვაგდებენ მაშინვე. პირველი თავი - რაღაც ბევრს ლაპარაკობ, მე ისედაც გაბრაზებული ვარ. გაჩუმდი თორემ.... მეორე თავი - რა თორემ? პირველი თავი - რა და შეგჭამ მეორე თავი - აბა გაბედე (თავებით კინკლაობენ) პირველი თავი - კარგი გვეყოფა ჩხუბი. მარტონი რომ არ ვიყოთ, იცი რა გავაკეთოთ? მეორე თავი - რა? პირველი- მოვიტაცოთ თოვლის ბაბუა და ფიფქია მეორე - კარგი რა, უფრო შეგვიძულებენ. პირველი- აბა, მარტონი ვიყოთ? ჩვენ არ გვინდა გართობა და საჩუქრები ? მეორე- მერე, ბავშვები ცოდონი არ არიან? პირველი- უჰ, მომაბეზრე თავი.... აი, ზანზალაკების ხმა ისმის, წავედით..... (მოიტაცებენ და შემოჰყავთ თოვლის ბაბუა, ფიფქია) თოვლის ბაბუა- ეს რა ჰქენი დევო? რატომ მოგვიტაცე? ბავშვები გველიან. ფიფქია- მოიწყენენ პატარები, ცოდონი არიან. პირველი - ჩვენ არა ვართ ცოდონი? მეორე- ჩვენც გვინდა გართობა. თუმცა... (პირველს) გაუშვათ ესენი, თორემ ბავშვები მოვლენ, მაინც წაგვართმევენ, წაიყვანენ, ჩვენ კი...შეგვიძულებენ პირველი- აბა გაბედონ! (შემოდიან ბავშვები. დევი იმალება. პატარები ცეკვავენ, ხტუნავენ თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად) მეორე თავი- მოდი, ჩვენც ჩავერთოთ, თუ მიგვიღეს პირველი- ვცადოთ...( ნელ-ნელა უახლოვდებიან და წრეში ცეკვავენ) ბავშვი 1- გაუშვი, დევო, თოვლის ბაბუა ბავშვი 2- ფიფქიაც გაუშვი რა, გთხოვ ბავშვი 3- აბა, რა ახალი წელი იქნება მათ გარეშე? პირველი თავი - ჩვენ რა ვაკეთოთ მარტო? მეორე თავი - ჩვენ.?... მოდი, გავხდეთ კეთილები და წაგვიყვანენ ბავშვები ბავშვები - წაგიყვანთ, წაგიყვანთ პირველი თავი - მე არ ვიქნები დღეიდან ავი დამემოწმება მეორე თავი მეორე თავი - არავის ვავნოთ, ვფიცავართ დედას, ჩვენ იგი გვიყვარს ყველაზე მეტად. ბავშვი 1- დავუჯეროთ მეგობრებო? ბავშვი 2- დავუჯეროთ, დავუჯეროთ ბავშვი 3- დედას ტყუილად ხომ არ დაიფიცებდნენ? (ყველანი მიდიან ზეიმზე ზანზალაკების რეკვით) თოვლის ბაბუ - აბა, ერთად მოვილხინოთ პატარებო, დიდებო, სტუმრებო და მასპინძლებო! ახალი წლის მობრძანებას მოგილოცავთ მთელი გულით, საახალწლო სურვილები თქვენთვისა გვაქვს შენახული. ფიფქია---დაგვებედოს სიხარული, წარმატება შინ და გარეთ, ჩვენი ერის სიძლიერემ, აატიროს მტერი მწარედ. ბავშვი 1---გაძლიერდეს ჩვენი ჯიში და იხაროს ჩვენმა გენმა, ვერაფრით ვერ დაგვიმონოს გარეშე თუ შინა მტერმა. პირველი თავი ----რაც წაგვართვეს, დავიბრუნოთ ანდა ძალით, ანდა ნებით, ამ ახალ წელს გავიხაროთ სამაჩაბლოთ, აფხაზეთით. მეორე თავი ---დე, შეიგნოს ყველამ, ვინც კი, გვიღალატა ჩვენ მაცდურად, კვლავაც შევძლებთ ჭირშიც, ლხინშიც ვიდგეთ ერთად, ვიდგეთ ძმურად. ბავშვი 2---ამ ახალ წელს მოგილოცავთ ყველა ქართველს, ნამდვილ მოყმეს, ვისაც ძალუძს ძველებურად ჩაეხუტოს თავის მოძმეს. ბავშვი 3---ვისაც ძალუძს, მოყმისათვის გააკეთოს, თუნდაც მცირე, თუ დაჭირდა საქართველოს, იყოს მისი შესაწირე. პირველი თავი ---მოგილოცავთ ყველას, ყველას, სულ სიკეთე დაგებედოთ, ავი თვალით აწი ჩვენთვის, არავის არ შეეხედოს. მეორეთავი ---დაე, ვიყოთ ჯანმრთელები და შორს იყოს ჩვენგან დარდი, ბედნიერად გაგვითენდეს ეს ახალი წელიწადი. ბავშვი 4---ძველ წელიწადს გავატანოთ უსაქმურად ყოფნა სახლში, ბევრს ვისწავლით? არ შევირცხვენთ, მერე, არსად ჩვენ, თავს, ხალხში. თოვლის ბაბუა--დე, აგიხდეთ ყველა ნატვრა, ოცნება და კარგი ფიქრი, მოუმატეთ სწავლას თორემ, აი, წლები როგორ მიქრის. ბავშვი 5----ჩვენი კლასის სიძლიერით , რომ ყველანი გავახაროთ, უფრო მეტად მოვინდომოთ, წიგნი ისე შევიყვაროთ. ბავშვი 6----თოვლის პაპამ მოგვიტანოს წარმატება, ბევრი ათი, მოვეფეროთ ჩვენს ახლობლებს, დაფასება შევძლოთ მათი. ფიფქია----ილხენდეს და ნეტარებდეს ჩვენი იმერ-ამიერი, ყველგან ქუხდეს ლილეო და ტკბილი მრავალჟამიერი.
(ყველანი მღერიან „მრავალჟამიერს“ . მერე იწყებენ ცეკვას)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დევი რომ წავიკითხე, გამახსენდა რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული არაჩვეულებრივი სპექტაკლი „ჭინჭრაქა“. დევს დიდი მსახიობი სერგო ზაქარიაძე ასრულებდა. ჰოდა, ბაყბაყ დევი - სერგო ზაქარიაძე დადიოდა სცენაზე და მღეროდა ბაყ-ბარიბაყ ბარიბაყ ... ბურლესკი იყო.
დევი რომ წავიკითხე, გამახსენდა რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული არაჩვეულებრივი სპექტაკლი „ჭინჭრაქა“. დევს დიდი მსახიობი სერგო ზაქარიაძე ასრულებდა. ჰოდა, ბაყბაყ დევი - სერგო ზაქარიაძე დადიოდა სცენაზე და მღეროდა ბაყ-ბარიბაყ ბარიბაყ ... ბურლესკი იყო.
3. ავტორო თქვენ დიდებული პიროვნება ბრძანდები პირველ რიგში და მერე საბავშვო მწერალი დიდაქტიკური შინაარსისაა ყოველი თქვენი შემოქმედება, სულ წარმატებებ გისურვებ. ავტორო თქვენ დიდებული პიროვნება ბრძანდები პირველ რიგში და მერე საბავშვო მწერალი დიდაქტიკური შინაარსისაა ყოველი თქვენი შემოქმედება, სულ წარმატებებ გისურვებ.
2. ვიკა, უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. გაიხარე ვიკა, უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. გაიხარე
1. მანანა!!! არაჩვეულებრივია! ერთდროულად რამდენ რამეს ასწავლის ბავშვს, ასეთი ლაღი და მისთვის იოლად აღსაქმელი ფორმებით: თანადგომა, სხვა ადამიანებისთვის სიკეთის მაგალითის ჩვენება, საკუთარი თავის შეცნობა... ანალიტიკური აზროვნება: იქნებ იმიტომ არ მოვეწონე სხვას, რომ კარგად არ მოვიქეცი; საკუთარ თავისთვის შეკითხვების დასმა და პასუხის ძიება. სწავლება, რომ თავად უნდა აკეთო სიკეთე და თუ ცუდი რამ ჩაიდინე, მისი გამოსწორება სრულიად თავისუფლად შეგიძლია, თან ისე, რომ ეს არ გაგიჭირდეს, რაც, ბავშვს კი არა, ზრდასრულსაც ძალიან უჭირს. პატრიოტიზმი, თანადგომა... მეგობრობა ხომ თავისთავად! ის, თუ რა უნდა იყოს დღევანდელი ქართველისთვის, ანუ ყველა იმ პატარასთვის, ვისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა, მთავარი: საქართველოს ერთიანობა _ სულიერი, მორალური და ტერიტორიული, აქედანვე ამის შეცნობა, და თუ როგორ შეიძლება ამ უკანასკნელის მიღწევა. ჯერ მაგალითია მოცემული, შემდეგ მიზანი. „პირველი თავი - მე არ ვიქნები დღეიდან ავი დამემოწმება მეორე თავი“... კაცისგან ნათქვამ სიტყვის ფასს, რაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამაა პიროვნების ცხოვრებაში. ის, რომ კაცმა სიტყვა არ უნდა წამოისროლო. მოკლედ: 5!!! <3 ჩემი ნება რომ იყოს, სახელმძღვანელოში შეტანაზეც კი ვიმსჯელებდი. <3 მანანა!!! არაჩვეულებრივია! ერთდროულად რამდენ რამეს ასწავლის ბავშვს, ასეთი ლაღი და მისთვის იოლად აღსაქმელი ფორმებით: თანადგომა, სხვა ადამიანებისთვის სიკეთის მაგალითის ჩვენება, საკუთარი თავის შეცნობა... ანალიტიკური აზროვნება: იქნებ იმიტომ არ მოვეწონე სხვას, რომ კარგად არ მოვიქეცი; საკუთარ თავისთვის შეკითხვების დასმა და პასუხის ძიება. სწავლება, რომ თავად უნდა აკეთო სიკეთე და თუ ცუდი რამ ჩაიდინე, მისი გამოსწორება სრულიად თავისუფლად შეგიძლია, თან ისე, რომ ეს არ გაგიჭირდეს, რაც, ბავშვს კი არა, ზრდასრულსაც ძალიან უჭირს. პატრიოტიზმი, თანადგომა... მეგობრობა ხომ თავისთავად! ის, თუ რა უნდა იყოს დღევანდელი ქართველისთვის, ანუ ყველა იმ პატარასთვის, ვისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა, მთავარი: საქართველოს ერთიანობა _ სულიერი, მორალური და ტერიტორიული, აქედანვე ამის შეცნობა, და თუ როგორ შეიძლება ამ უკანასკნელის მიღწევა. ჯერ მაგალითია მოცემული, შემდეგ მიზანი. „პირველი თავი - მე არ ვიქნები დღეიდან ავი დამემოწმება მეორე თავი“... კაცისგან ნათქვამ სიტყვის ფასს, რაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამაა პიროვნების ცხოვრებაში. ის, რომ კაცმა სიტყვა არ უნდა წამოისროლო. მოკლედ: 5!!! <3 ჩემი ნება რომ იყოს, სახელმძღვანელოში შეტანაზეც კი ვიმსჯელებდი. <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|