ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2023


შობა

როცა დაგაწვება მოგონებების მთელი სიმძიმე და შენი მყიფე ხერხემალი ორმოცდახუთი გრადუსით მოიხრება, გაიხსენებ, სად იყავი შარშან ამ დროს და სიმწრისგან, ჩაწითლებული ქუთუთოები გაგილურჯდება.

- ბიჟო, ბიჟო ! - შეგაფხიზლებს ზანგის ხმა, რომელიც მყვრიმალებამდე იღიმის და ქათქათა კბილებთან ერთად, შენზე მეტ უფლებებსაც ფლობს.

მერე რა, რომ მისი საქმიანობა შენს ქვეყანაში ყველაზე სამარცხვინოდ ითვლება, მაგრამ ზოგჯერ შენს ქვეყანაში ფერადკანიანობაც სამარცხვინოა.
ახლა ის ღმერთივით გჭირდება, ან ღმერთზე მეტადაც, რადგან დილით მოასწარი იღლიაში რამდენიმე ძვირადღირებული სუნამოს ჩაცურება და ჯიბეში თურქი ნაბიჭვრების გადმოყრილი კაპიკები გყავს გამომწყვდეული.

ბავშვობიდანვე, გამრუდებული გონების წყალობით, ყველაფრის და ყველა ფერის გემო იცი, მაგრამ, ამ წყეულ ქალაქში აღარ გყავს მფარველები.
მფარველები რა - შენი მტერ-ანგელოზები.

პოეზია - თავშესაფარიც არ გეკარება, რადგან რაც მის მოკარებას სჭირდება, ზანგებმა წაგართვეს.
თუმცა გონების სიღრმეში სადღაციდან გახსოვს და გიტივტივდება - გასულები უკეთ წერენ და რწმუნდები ამ ფრაზის აბსურდულობაში.

ტელეფონი რეკავს - შენი საყვარელი მეუღლე და შენც ატყუებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ახლა შაბათ-კვირა მოდის და ორშაბათს აუცილებლად გადაუხდი ხარკს.
ისიც გარწმუნებს, რომ შენი სჯერა და სააბაზანოდან გამოსული საყვარლის დანახვისას ტელეფონს კოცნით გითიშავს.
შენც არაფერს იმჩნევ, კოცნას კოცნითვე პასუხობ და კარგა ხნის დაკარგული კავშირიც წყდება.

ნემსს ბავშვობაშივე ჩანერგილი ზედმეტი სიფრთხილისგან გაურბიხარ და ნესტოები გეწვის, შემდეგ გახველებს.
თვალები გიელავს და ახასხასებული ყველაფერს გინელებს.
ახლა კი მართლაც არაა ქალის დრო, მით უფრო ცოლის.

გიხარია შენი წინდახედულობა და ჯინსის მარჯვენა ჯიბიდან, წინასწარ მომზადებულ შოკოლადის ფილას, ბედნიერებით აღსავსე აცურებ.
- ამათი დედაც ! რა გემრიელი შოკოლადები აქვთ ევროპაში.

რომელიღაც მეტროსთან ცეკვავენ პიდარასტები და ლესბოსელები კი, სამწუხაროდ, ზედაც არ გიყურებენ.
შენ გავიწყდება, რომ გამოუსწორებელი ჰომოფობი ხარ, უღიმი ბილწებს და გვერდს უსიტყვოდ უვლი.

რომელიღაცა მეათეული ღამე ისევ სადგურში უნდა გაათენო და ცდილობ გაიხსენო, სად შეგაწუხებენ ნაკლებად მენტები.

სუსხიანი დილის გასათბობად, ვადაგასულ პასპორტზე და საფულეზე მეტი სიფრთხილით, გულისჯიბეში, ზანგის ღიმილს და შოკოლადს ინახავ.

შობაც თენდება. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები