 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 10 იანვარი, 2023 |
სინამდვილეში ყველაფერი არის პლაცებო. თოვლიც ერთგვარი თერაპია. გინდა და ვერ თვლი ფიფ-*-* *-*ქებს, თითქოსდა გადმოყარა თმისაგან ქერტლი ღმერთმა, რომელიც რა ხანია აღარ არსებობს მდიდრულ ტაძრებში. ალაგ-ალაგ ნაბუტბუტები ლოცვის შემყურეს უკვდავება ისე მობეზრდა, წამოჯდება ახლა სადმე, სველ ორღობესთან, თოვლის ფიფქები *** რომ ცვივიან ბატიბუტივით... მოსვამდა პეპსის, ჩაირთავდა ჩაპლინის კადრებს, დაუფარავად იცინებდა წინა რიგიდან, გადახურავდა პარტერს, როგორც ვინმე ფრიგიდულ გოგონას-საბნით. აღსარებას რომ ანდობს პადრეს. შესვენებისას გავიდოდა უბრბოო ჰოლში. ზედიზედ ორ ღერ სიგარეტსაც სწრაფად მოწევდა, სანთებელასაც მიუჩენდა ადგილს ლორნეტთან, მოუმატებდა ჯერ ხველას და ხველამდე-ქოშინს, დაუბერავდა ზამთრის ქარი ანტარქტიდიდან, შემოიხვევდა ღმერთი ყელზე ნაცრისფერ კაშნეს, არქტიკის მზეში ჰელიუმი უღმერთოდ გაშრა, მესამე ღერსაც გაუკიდებს და ანტრაქტამდე- ბავშვივით მისულს ახსენდება სოფლის ორღობე. სოფლის ორღობე ანუ ღმერთის კინო-თეატრი. სოფლის მღვდელი და კალატოზი და პედიატრი. სოფლის ციცარი და იხვინჯა. ბატი. ხოხობი. სინამდვილეში ყველაფერი არის პლაცებო. სინამდვილეში ყველაფერი არის პლაცებო. სინამდვილეში ყველაფერი არის პლაცებო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, ანანოვ :) მადლობა, ანანოვ :)
1. ოო, დიდებულია :) +5 ოო, დიდებულია :) +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|